ჩუამენი:„ვერ მივხვდი, რატომ მივიღე ყვითელი ბარათი“
ორელიან ჩუამენი „ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა.
„ვერ ვხვდები, რატომ მივიღე ყვითელი ბარათი. ბევრი დარღვევა? ვფიქრობ, არ მქონია და დინამიკაში ვთამაშობდი.“
„სამწუხაროა, რომ „რეკორდმაისტერის“ წინააღმდეგ განმეორებით დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებას ვერ შევძლებ.“
„გოლის გაშვების შემდეგ ჩვენი გეგმები აირია, რასაც მეორე გოლიც მოყვა. საბედნიეროდ, გონს მოვეგეთ და 1 ბურთი გავქვითეთ.“
„კომპანის გუნდი საშინაო არენაზე კომფორტული სხვაობით გამოვა, მაგრამ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია სიტუაციის შეცვლა. ამისთვის ერთი გოლის გატანა იქნება საჭირო, შემდეგ კი ყველაფერი თავიდან დაიწყება.“
„თუ პოტენციალს სრულად გამოვავლენთ, „ბაიერნის“ დამარცხება სრულიად შესაძლებელი იქნება.“
„ვიცით, რომ მეტოქეს მსოფლიოს ტოპ გრანდი წარმოადგენს, რომლის ყველა ფეხბურთელი საოცარ ფორმაშია შესული.“
- დღეს, 11:24
- 58
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



