არბელოა:„თუ ამას გავაკეთებთ, „ბაიერნს“ გერმანიაში დავამარცხებთ“
ალვარო არბელოამ „ბაიერნთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„რა თქმა უნდა, რთული სათქმელია, რა მოხდება მიუნხენში, მაგრამ ფაქტია, რომ მადრიდის „რეალს“ „ბაიერნის“ დამარცხება შეუძლია. ჩვენ ბერნაბეუზე ცუდად დავიწყეთ, თუმცა კარგად გავაგრძელეთ და მეორე ტაიმში გაცილებით ეფექტურები ვიყავით.“
„გული მწყდება ვინის და მბაპეს მომენტების გამო, ჩვენ მართლაც შეგვეძლო მეტი გოლის გატანა.“
„ნოიერი საოცარი მეკარეა. გერმანელი ზონებს კეტავდა და არაერთ მომენტში იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან.“
„ჩუამენის მომენტი? არ ვიცი, რატომ არ იყო წითელი ბარათი მბაპეს წინააღმდეგ და რატომ გააფრთხილე ორელიანი.“
„არ ვიცი, ვინ შეცვლის ორელიანს „ალიანც არენაზე“, ამ საკითხზე ბევრი ფიქრი მომიწევს და იმედია, საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებ.“
„ბელინგემი თამაშში ძალიან სრულფილად ჩაერთო, მას კიდევ ერთი კვირა აქვს შესაბამისად მოსამზადებლად და „ალიანც არენაზე“ საუკეთესო ფორმის საჩვენებლად. ინგლისელს მძიმე ტრავმა ჰქონდა და რეაბილიტაციისს შემდეგ ტემპს კრეფს.“
„მბაპეს როლი „რეკორდმაისტერთან“ გადამწყვეტი იქნება. დარწმუნებული ვარ, ფრანგი გერმანიაში გაიტანს, ის ტოპ ფორვარდია.“
„ამ გუნდს აქვს იმის პერსპექტივა, რომ 1/2 ფინალში გავიდეს. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ბერნაბეუზე ბოლო 20 წუთში ვითამაშეთ, მიუნხენში მოვიგებთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ.“
„კარერასი? ის საოცარი ფეხბურთელია, რაც არაერთხელ უჩვენებია. ესპანელ განაპირა მცველს ჩემგან სრული ნდობა აქვს.“
- დღეს, 11:11
- 169
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



