კომპანი:„ჩვენი მეტოქე ევროპის ყველაზე გამოცდილი კლუბია“

ვინსენ კომპანიმ „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ვიცი, ყველას გაინტერესებთ ჰარი კეინის მდგომარეობა. შემიძლია გითხრათ, რომ მან სრუფლასოვნად ივარჯიშა, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ ვიცი, მოხვდება თუ არა სასტარტო შემადგენლობაში.“

„დისკვალიფიკაციები? როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს ირიცხებიან ფეხბურთელები, რომლებსაც ყვითელი ბარათები აქვთ.“

„განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს გუნდის წინააღმდეგ, რომლის გამოცდილებაც კოლოსალურია. მადრიდის „რეალი“ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას.“

„ჩემთვის ეს პირველი მატჩი იქნება „მერენგების“ წინააღმდეგ, რასაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდები.“

„ტაქტიკა რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შესაძლოა მცირე დეტალებმა შეიძინოს, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებით თამაში გვმართებს.“

„ვინი? მბაპე? არ მინდა პერსონებზე საუბარი. ჩემი მეტოქე მადრიდის „რეალია“ და არა რომელიმე ინდივიდუალური მოთამაშე. ჩვენ უნდა ვითამაშოთ გუნდურად და ყველაფერი გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად.“

„გეგმა? გეგმა ის არის, რომ „ალიანც არენაზე“ კომფორტული სხვაობით ვიასპარეზოთ.“

„ასეთ მატჩებში არასდროს არაფერია გამორიცხული. ის, რომ გადამწყვეტ მატჩს გერმანიაში ვატარებთ, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2026 (51)
მარტი 2026 (295)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)