ვინი:„ჩაბის იდეების განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო“
ვინისიუს ჟუნიორმა „ბაიერნთან“ დაპირიპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს შორის კავშირია, რადგან ეს ყოველთვის ცვლის საშინაო თამაშების დინამიკას, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რადგან მადრიდში კარგი გუნდი მოდის, რომელსაც ამ სეზონში ბევრი შეხვედრა არ წაუგია, მაგრამ ჩვენ მომზადებულები ვართ და დიდი გამოცდილება გვაქვს ამ ტიპის მატჩებში და იმედია, ყველაფერს სწორად გავაკეთებთ.“
„„მალიორკასთან“ ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა დავკარგეთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს უკან დახევის საშუალებას. გუნდმა საოცარი ფეხბურთი უნდა ითამაშოს და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდეს. ამისთვის გვჭირდება 200%-იანი კონცენტრაცია და ეს მწვრთნელმაც აღნიშნა. ძალიან მოტივირებულები ვართ.“
„ახალი კონტრაქტი? ყველამ კარგად იცის, რომ აქ დარჩენაზე ვოცნებობ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ მინდინარეობს, თუმცა მალე განვაახლებთ. მე ვგრძნობ უდიდეს მხარდაჭერას და პრეზიდენტის პატივისცემას.“
„დიდი ფიქრის შემდეგ, როგორც პიროვნება, გავუმჯობესდი და იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებ არბელოასთან ერთად, რომელთანაც შესანიშნავი კავშირი მაქვს. ის ყოველთვის მაძლევდა თავდაჯერებულობას, ყოველთვის მეუბნებოდა, რა უნდა გამეკეთებინა სინამდვილეში დამზად ვარ, შესანიშნავი თამაშები ვითამაშო ამ კლუბისთვის, რომელმაც ამდენი რამ მომცა.“
„ჩაბი ალონსოს მეთოდებთან და მიდგომებთან ადაპტაცია გამიჭირდა, თუმცა დიდ პატივს ვცემ. მას ჰქონდა საკუთარი ხედვა და მეთოდოლოგია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელი იყო იმ კავშირების და ნახაზების რეალურ თამაშში გადატანა, რაც ესპანელს ჰქონდა დაგეგმილი.“
„„ბლანკოსი“ ჩემი ცხოვრების კლუბია და არასდროს არცერთ მწვრთნელს არ გავაკრიტიკებ, მათ შორის ალონსოს. ის ნამდვილი მადრიდისტაა და ამ კლუბის წარმატებისთვის ძალიან ბევრი გააკეთა.“
„გოლები ბოლო მატჩებში? მიხარია, რომ პროგრესი ვაჩვენე და არაერთი მნიშვნელოვანი გოლის გატანა მოვახერხე. წინ ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ „რეკორდმაისტერის“ კარის აღება შევძლო.“
„მბაპესთან ერთად თამაშის პრობლემები? ხალხი ბევრ რამეს ამბობს. როდესაც გუნდში ამდენი კარგი მოთამაშეა, შეგიძლია ყველაფერზე ისაუბრო. მბაპე ყოველთვის გვმატებდა თავდაჯერებულობას და გოლებს. ხვალ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად, რადგან ეს რთული მატჩია, სადაც საუკეთესო მოთამაშეები ქმნიან განსხვავებას და ფრანგი ერთ-ერთი საუკეთესოა. მასთან შესანიშნავი კავშირი მაქვს როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ და ამ კლუბისთვის სამუდამოდ ვიბრძოლებთ.“
„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, სანაკრებო შეკრებებმა დიდი ენერგია წაიღო, ვინაიდან დიდ მოგზაურობასთან ერთად დროის სარტყელიც იცვლება, რაც მოთამაშეების რუტინაზე მოქმედებს. მივიჩნევ, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში ვიმყოფები და ამას დავამტკიცებ მომდევნო მატჩებში, ჩემთვის დატვირთვას მნიშვნელობა არ აქვს.“
„ამ სეზონში მქონდა რთული მომენტებიც, იყო სტვენა და აგრესიაც, თუმცა ახლა ყველაფერი კარგად არის. ნებისმიერი წინააღმდეგობა უფრო ძლიერს გვხდის.“
„კეინის არყოფნა? არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ინგლისელი ჩვენს წინააღმდეგ, თუმცა ჰარის გარდა კომპანის განკარგულებაში არაერთი ტოპ კლასის მოთამაშეა.“
„რა თქმა უნდა, მაწუხებს, როდესაც უსაფუძვლო მაკრიტიკებენ, როდესაც ამბობენ, თითქოს დაცვას არ ვეხმარები, თუმცა ვერაფერს შევცვლი. ჩემი პასუხი ყოველთვის პროფესიონალური ვარჯიში და თავდადება იქნება.“
„ჩაბისთან კომფლიქტი „ელ კლასიკოს“ შემდეგ? მე მაშინ გამოვედი და საჯარო ბოდიში მოვიხადე, რადგან არასწორად მოვიქეცი. ვფიქრობ, საკითხი მაშინვე ამოიწურა.“
„ვიმედოვნებ, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გავაგრძელებთ და მიღწეულ შედეგებს კიდევ უფრო მყარს და ეფექტურს გავხდით. აუცილებელია ყველა უფლებამოსილი ადამიანი გაერთიანდეს. ეს ეხება როგორც ორგანიზაციებს, ასევე ფეხბურთელებს და სხვებს.“
„„ძალიან გამიხარდა მილიტაოს დაბრუნება, რადგან ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ის სეზონის განმავლობაში ორჯერ ან სამჯერ დაშავდა. ის უდავოდ მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური მცველია და როდესაც მასთან ვართ, უკეთესები და უფრო დაკავშირებულები ვართ. როდესაც ყველა მოთამაშე ერთად გვყავს, უფრო ძლიერები ვართ, დაცვითი პოტენციალი ახლა გაზრდილია, რადგან ყველა მოთამაშე გამოჯანმრთელდა.“
„ბელინგემი, მენდი, სებალოსი - მათი რესურსი გუნდს ცალკე გამოადგება. ამ სეზონის წარმატებით დასრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვეძლება, თუ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ჩვენს რესურსებს სრულფასოვნად გამოვიყენებთ.
- დღეს, 17:18
- 101
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



