„რეალმა“ „ბაიერნისთვის“ მზადება დაასრულა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა მიუნხენის „ბაიერნთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულეს.
თავდაპირველი გახურებისა და ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვის შემდეგ, „მერენგებმა“ დიდი ყურადღება დაუთმეს ბურთის ფლობას, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, მოკლე სივრცეში კომბინაციურ თამაშს და სტანდარტულებს.
ფერლან მენდიმ სესიის ნაწილი გუნდთან ერთად ჩაატარა, ნაწილი კი ინდივიდუალურად.
აღდგენით პროცესში არიან ტიბო კურტუა და როდრიგო გოეში.
ალვარო არბელოას გადაწყვეტილებით, შემაჯამებელ სესიას 4 კანტერანოც დაესწრო.
- დღეს, 16:30
- 25
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



