არბელოა:„თუ ამას გავაკეთებთ, „ბაიერნს“ დავამარცხებთ“

ალვარო არბელოამ „ბაიერნთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„როგორი „რეალის“ ხილვა მსურს? მაქსიმალურად კომფაქტურის, სწრაფის და ეფექტურის. დიახ, სწორედ ისეთი გუნდის, რომელმაც მანჩესტერ „სიტისთან“ ფანები აღაფრთოვანა. მჯერა ჩემი ფეხბურთელების მონდომების და მჯერა, რომ გულშემატკივრებთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ.“

„იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ, ინტენსიური და ჩვენი სტილის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. მჯერა, რომ თუ ამას გავაკეთებთ 1/4 ფინალურ ბარიერსაც დავძლევთ.“


„„სიტისთან“ კილიანი არ გვყავდა, ბრაჰიმს კი განსხვავებული დავალებები ჰქონდა. ახლა ვინიმ და ფრანგმა უნდა შეუტიონ, რაც „რეალის“ შეტევით პოტენციალს აორმაგებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში ეფექტურები ვიყოთ.“

„ჩვენთვის მხოლოდ ერთადერთი სცენარი არსებოს და ეს არის გამარჯვება. სხვა სცენარს არ განვიხილავთ.“

„კოლექტიური მენტალიტეტი, ნიჭი და სწრაფი ფეხბურთი. ჩვენ ერთიანად უნდა გავიმარჯვოთ. „ბაიერნის“ დონის გუნდის დამარცხება სხვაგვარად შეუძლებელია. ეს უკვე ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპი იქნება.“

„დიახ, რაც „რეალის“ მწვრთნელი გავხდი, ფრეს ფაქტობრივად არ ვაფიქსირებთ. არ ვიცი, როგორ მოხდა ეს, თუმცა ამაზე ბევრს არ ვფიქრობ.“

„მბაპემ კარგად იცის, რას ნიშნავს „რეალის“ ღირსების დაცვა, აქაურობა მისთვის საოცნებო ადგილი იყო.“

„„რეალში“ დამარცხება დაუშვებელია, სწორედ ამიტომ, წარუმატებელი მატჩების შემდეგ ჩვენს გასახდელში ძალიან არასასიამოვნო გარემოა. ფეხბურთელები ყოველთვის იაზრებენ, რა მოცემულობა დგას.“

„როდესაც ბელინგემი მოედანზეა, „ბლანკოსი“ უფრო მობილური და მრავალმხრივი გუნდია. ინგლისელის რესურსის სწორი გამოყენებაა საჭირო. მიხარია, რომ სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე არაერთი ვარსკვლავი დაგვიბრუნდა.“

„„ბაიერნი“ ძალიან სწრაფი, მოტივირებული და აგრესიული გუნდია, რომელსაც უყვარს ბურთის ფლობა. ვინსენ კომპანიმ ამ გუნდში დიდი სამუშაოები ჩაატარა და საბოლოო ჯამში მიიღო ის, რაზეც ოცნებობდა. მე ვფიქრობ, რომ „რეკორდმაისტერს“ გამართული სტრუქტურა აქვს და ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლია ზიანის მიყენება.“

„ყვითელი ბარათები? ყველამ იცის, ვის ემუქრება დისკვალიფიკაცია. ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით თამაში მოგვიწევს, ვინაიდან სასწორზე „ალიანც არენაზე“ დისკვალიფიკაცია დევს.“

„ალაბა სამაგალითო ფეხბურთელია, რომელიც ღირებულებებს და გამოცდილებას ახალგაზრდა მადრიდისტებს გადასცემს. ჩემთვის ავსტრიელთან მუშაობა დიდი პატივია.“


1

6 აპრილი 2026 18:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 046

შენ თუ ბაიერნს გასცდი,მაშინ გაღიარებ,მე ვიყო პერესის გოგოს საყვარელი.)))


2

6 აპრილი 2026 20:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 13

რავიცი აბა რამდენჯერ უნდა გავცდეთ ამ ბაიერნს მწვრთნელი მაინც გვყავდა მაშინ ახლა ეგეც არაა და ვაფშე ჯობია მბაპე ვინიდან ერთერთმა ითამაშოს 


3

7 აპრილი 2026 17:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 349

როგორ უცბათ გვავიწყდება ვინ გვყავს გუნდში ოღონდ არ მითხრათ ეხლა პიტარჩი და არდა ჯობია ბელინგემს და შეტევაში ბრახიმ დიასი მბაპეს ეს არბელოას ბრალია თუ ვერ აწყვილებს ერთმანეთს თორე პიტარჩი და არდას როგორ უნდა ჩააბარო ნახევარ დაცვა თან ბაიერნთან

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 24
2 მურიქი 21
3 ბუდიმირი 16
4 იამალი 15

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2026 (163)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)