გნაბრი:„„რეალის“ დამარცხების და ნახევარფინალის დროა“
სერჟ გნაბრიმ მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირებამდე ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
„„რეალის“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება არის თემა, რომელზეც ახლა ყველა საუბრობს. ჩემი ოჯახის წევრებიც კი განუწყვეტლივ ამ საკითხს განიხილავენ, ვინაიდან მართლაც ამაღელვებელი მომენტია.“
„ვიმედოვნებ, ორივე მატჩში მივიღებ მონაწილეობას და „რეკორდმაისტერის“ დახმარებას შევძლებ. ჩემთვის „ბლანკოსის“ წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევა იქნება.“
„დიახ, ევროპული კლასიკა სწორი სახელია. ერთმანეთს დიდი ისტორიის მქონე გუნდები ხვდებიან.“
„ის, რომ „ბლანკოსს“ შიდა ჩემპიონატში გარკვეული ჩავარდნები ჰქონდა, არაფერს ცვლის. კარგად ვნახეთ, როგორ მოუგო ალვარო არბელოას გუნდმა მანჩესტერ „სიტის“, გუნდს, რომელიც ამ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იყო. „ბლანკოსი“ ძალიან საშიში გუნდია, რომელიც უდიდეს გამოცდილებას ფლობს.“
„კარგად მახსოვს 2 წლის წინ განვითარებული მოვლენები და ხოსელუ მატოს დუბლი. ჩვენ მაშინ ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მაგრამ საბოლოო ჯამში „ბლანკოსმა“ გვაჯობა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.“
„ბერნაბეუზე დიდი ლეგენდა შეიქმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია ამ არენაზე თამაშის. დიდი ისტორია და ტრადიციები „ბაიერნსაც“ აქვს.“
„„ბაიერნმა“ უნდა ითამაშოს საკუთარი თამაში. ეს არის აუცილებელი კომპონენტი, თუმცა რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მეტოქის პოტენციალის განეიტრალებას.“
„ესპანეთი ძალიან მომწონს, რადგან საოცარი კლიმატია. დავიდ ალაბას ოქტომბერში ვესტუმრე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში, მაშინ ავსტრიელს ვუთხარი, რომ ოქტომბერში ეზოში მაისურით სიარული დიდი კომფორტი იყო. ყველა ადამიანი, ვინც მზის სხივებში თავს კომფორტულად გრძნობს, ესპანეთის დიდი თაყვანისმცემელი უნდა იყოს.“
„თუ „რეკორდმაისტერი“ საკუთარ პოტენციალს სრულად გამოავლენს, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავა, ამის გვჯერა და დარწმუნებულები ვართ, რომ საინტერესო შეხვედრა გველის.“
„ის, რომ „ბაიერნს“ ბოლო წლებში „ბლანკოსთან“ უარყოფითი ბალანსი აქვს, აბსოლუტურად არაფერს ცვლის. მეტსაც გეტყვით, ეს ჩვენთვის მოტივაციაა.“
- დღეს, 13:52
- 103
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




