არბელოა:„ჩვენ „რეალი“ ვართ და ყველაფერი შეგვიძლია“

ალვარო არბელოამ „მალიორკასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ძალიან მიხარია, რომ ფეხბურთელები ჯანმრთელები არიან და ეროვნული ნაკრებების შეკრებამ დაზიანებები არ გამოიწვია.ახლა ურთულესი და უმნიშვნელოვანესი შეხვედრის ჩატარება გვიწევს. „მალიორკასთვის“ სეზონის ამ ეტაპზე თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.“

„ძალიან მიხარია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი უკვე ჩემ განკარგულებაშია. ედერ მილიტაო გუნდთან ერთად სრულფასოვნად იტვირთება და ეტაპობრივად მისი სათამაშო დრო გაიზრდება.“

„ჯუდ ბელინგემი ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს, თუმცა დატვირთვა არ მიუღია. როგორც ჩანს, ტომას ტუხელმა მას სრულფასოვანი აღდგენის საშუალება მისცა. ინგლისელს არანაირი დაზიანება აღარ აქვს და გუნდის დასახმარებლად მზად არის. მიხარია, რომ სეზონის ამ ეტაპზე კოლექტივთან ერთადაა.“

„როტაციები? ახლა ამაზე ვერ ვიფიქრებ, რადგან ლა ლიგაში თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მივიჩნევ, რომ სრულფასოვანი გუნდი უნდა გავიყვანო მწვანე მინდორზე.“

„მბაპემ არაერთხელ დააფიქსირა, რომ მის ირგვლივ არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია. კილიანი მზად არის გუნდის დასახმარებლად და სანაკრებო შეკრებაზეც დაამტკიცა, რომ კარგ ფორმაშია.“

„რა თქმა უნდა, ვეცდები, ვინისიუსის და მბაპეს დუეტი „ბაიერნის“ წინააღმდეგ სათანადოდ გამოვიყენო. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია სისწრაფეების განვითარება მაშინ, როდესაც მეტოქის მცველებზე ზემოქმედებ.“

„ესპანეთი არ არის რასიზმის ქვეყანა და ის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული.“

„არდა გიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა მივულოცე. მისი თურქეთის ნაკრები ბოლომდე იბრძოდა, ახალგაზრდა მოთამაშის როლი კი საბოლოო წარმატებაში უმნიშვნელოვანესი იყო.“

„ბრაჰიმ დიასი ყველა მატჩი აჩვენებს, რა შეუძლია და რა კლასის ფეხბურთელია. მიხარია, რომ შეტევაში დიდი არჩევანი მაქვს. დიასმა ბოლო საკლუბო მატჩებში საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა.“

„ვინი? რა თქმა უნდა, ის დაღლილია, რადგან კარლიტომ მაქსიმალურად დატვირთა, თუმცა ბრაზილიელის შემართებას საზღვარი არ აქვს. ის „მალიორკასთან“ აუცილებლად ითამაშებს.“

„ჩვენ ვიბრძოლებთ, როგორც ლა ლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, ვინაიდან მადრიდის „რეალი“ ვართ და ყველაფერი შეგვიძლია“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2026 (20)
მარტი 2026 (295)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)