კროოსი:„მომავალში „რეალში“ მუშაობას არ გამოვრიცხავ“

ტონი კროოსმა მადრიდის „რეალზე“ ისაუბრა და საინტერესო დეტალებს გაუსვა ხაზი.

„მადრიდის „რეალი“ ყოველთვის ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. რატომ წამოვედი? ვფიქრობდი, რომ გუნდს ჩემს გარეშე თამაშის სწავლა შეეძლო და ასეც მოხდა.“

„ვარ გუნდთან ერთად თუ არა, „რეალი“ მაინც იმარჯვება და მიზნებიც არ იცვლება? ახალგაზრდა თაობას ჰქონდა პერსპექტივა იმისა, რომ უმაღლესი მწვერვალები დაეპყრო.“

„შესაძლოა გუნდში ტიპიური თვალსაზრისით, ჩემი სტილის მოთამაშე არ მისულა, მაგრამ გუნდი გადაეწყო და მრავალმხრივი გახდა.“

„„რეალი“ ყოველთვის იქნება ჩემი სახლი. საერთოდ არ გამოვრიცხავ დადგეს დღე, როდესაც ტექნიკურ შტაბში, ან ადმინისტრაციული მიმართულებით ვიმუშავებ, თუმცა ახლა ნამდვილად არა.“

„„ბლანკოსიდან“ წასვლა გააზრებული გადაწყვეტილება იყო. ვიცი, რომ გუნდი კიდევ ძალიან ბევრს მიაღწევს.“

„მასშტაბი, რომელიც სამეფო კლუბს აქვს, სხვაგან არსად მოიძებნება, ამას დანამდვილებით გეუბნებით.“

„ფლორენტინო პერესი? ის ეპოქალური პრეზიდენტია. არამგონია, ვინმემ შეძლოს იგივეს გაკეთება, რაც ფლორენტინომ გააკეთა.“

„მოთხოვნები, რომელიც „მერენგების“ რიგებში იყო, არსად არ არის. ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდით, რამდენიმე საათში კი ახალ სეზონში ისევ გამარჯვებებზე ხდებოდა ორიენტირება, ეს გაუჩერებელი მანქანაა.“

„ზედიზედ 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგების არავის სჯეროდა, მაგრამ „ბლანკოსმა“ ეს შეძლო, რადგან ყველასგან განსხვავებული კლუბია.“


1

26 მარტი 2026 21:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 129

ეჰ ტონი,შენისთანა ფეხბურთელი ძალიან,ძალიან,ძალიან იშვიათობაა.


2

26 მარტი 2026 23:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3

შენზე დიდი გერმანელი არ დაბადებულა 


3

27 მარტი 2026 14:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 764
26 მარტი 2026 23:47, NiKE says:

შენზე დიდი გერმანელი არ დაბადებულა 

დერ ბომბერზე მაინთ არ გსმენია რამე? ბეკენბაუერს რომ თავი დავანებოთ

ხალხმა მართლა გუშინ დაიწყო ყურება


4

27 მარტი 2026 15:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 389

რეალს 5-ჯერაც აქვს ყოფილი ჩემპიოთა ლიგა ზედიზედ მოგებული.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (5)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)