„რეალის“ ფეხბურთელები არბელოას დარჩენას ითხოვენ

სამეფო კლუბის ფეხბურთელები ალვარო არბელოას მთავარ მწვრთნელად დარჩენას ითხოვენ.

როგორც ჩანს, ესპანელმა სპეციალისტმა გუნდში თავის დამკვიდრება მოახერხა და მოთამაშეებს შორის იდილია ჩამოაყალიბა.

„მარკას“ ცნობით, ჩაბი ალონსოს წასვლის შემდეგ კოლექტივში არეულობა და ორაზროვნება იყო, ახლა კი ვითარება შეცვლილია.

ალვაროს შესანიშნავად უგებს ვინისიუს ჟუნიორი, ასევე ბელინგემიც. ამ მოთამაშეებს ალონსოსთან დაძაბულობა ჰქონდათ.

არსებული ინფორმაციით, „რეალის“ ხელმძღვანელობა ზაფხულში გარდამტეხ ცვლილებებს მაინც გეგმავს, თუ „ბლანკოსი“ ამ სეზონში საოცრებებს ჩაიდენს, არბელოას დარჩენა მსჯელობას დაექვემდებარება.


1

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 93

ვინ ითხოვენ ნახევარი გასაჯმეინებელია, თვითონ თუ რჩებიან ის იკითხონ, ორი წელია ფეხბურთს არ ვთამაშობთ,  ტიტულზწ არაა მხოლოდ, ტანჯვაა რეალის ყურება. მენდი ალაბა სებალოსი საერთოდ ტყუილადაა რეალში. მილიტაომ 1-2 წელი ითამაშა და იმის მერე ტრავმა აქ, ფრან გარსია ალავესის დონეა, კამავინგა ვერ განვითარდა გასაყიდია, როდრიგო ვინისიუსი და მბაპე მარცხენა ვინგერია სამივე, ფილოსოფოსობენ ვითომ და აგერ 50 მილიონი დაიკარგა როდრიგო რო არ გაყიდეს ზაფზულში. გუნდები 100-120 იხდიდნენ ახლა 50-60 ს თუ გადაიხდიან. ტრენტი დაცვაში დაყენებას გინდ გყოლია გინდ არა, ასენსიო ვოთფორდის დონე და ნახევარი სეზონი რეალის ასნავნოიშია. ახლა თუ ვინმეს რამეს ვუგებთ ფეხბურთს აქ დედანატირწბი და ისინიც დაძირულები არიან მაგის ხარჯზწ თორე 80პროცენტი გასაგდებიან გუნდიდან. 


2

31 minute above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 143

ჩემი აზრით კარგი მწვრთნელი 4-4-2 სქემას კარგად აათამაშებდა ვინის და მბაპეს წინ კონკურენტი მეტი არ სჭირდებათ, თან 3-კაციდან 1 კაცზე რომ კეთდება აქცენტი მათგანაც შეიძლება გუნდში არეულობა გამოიწვიოს...(ვერ ვენდობი ჯერ მასტანტუნიოს) + ნახევარდაცვის პრობლემაც მოგვარდება ბელინგემი-ვალვერდეს არავინ ამოაგდებს, ერთი ტოპი უნდა მოიყვანონ(მანამდე გიულერი, ან ნიკო ფასი უნდა იდგეს მერე ზამენა) და ჩუამენმა მცველები უნდა დააზღვიოს, ძალიან ბევრი ფეხბურთელია ისედაც ცენტრში უნდა წავიდეს ჩემი აზრით კამავინგაც და სებალიოსიც, იმიტომ რომ გიულერის/ნიკო ფასი/პიტარჩი გვეყოლება ბევრი პერსპექტიული მოთამაშეა. წინ აიწევა ან ბელინგემი, ან ვალვერდე გააჩნია სიტუაციას/მოწინააღმდეგეს და შეტევას მიეხმარება, ჩუამენმა კიდევ ყოველთვის აქცენტი ართმევაზე და მცველების დაზღვევაზე უნდა გააკეთოს, დაცვაში ნაღდად არ ვიცი სწრაფი ფლანგი ტრენტი/გარსიას, მაგრამ დაცვით ფუნქციებში მენდი/კარვახალი სჯობს, ჰაუსენს უნდა შეაჩვიონ ნელ-ნელა თამაში და მილიტაო/რუდიგერი, ალაბა უნდა წავიდეს, ასენსიო იყოს ზამებაზე, სავარაუდოდ კარვახალსაც გაუშვებენ და არაა გამორიცხული რუდიგერიც მალე წავიდეს, ამიტომაა საჭირო კონატე, მილიტაო ხშირად ტრამვიანობს.

რაც შეეხება არბელოას დიდი პრობლემის და მიუხედავად ბევრი ისეთი თამაში მოიგო პრობლემების ფონზე, რომ არ მოველოდებოდი და დასაფასებელია, მე აქ არბელოას 2 ვარიანტს ვხედავ გაბედულს და მამაცსს რომელიც ყველას აძლევს შანსს და აკადემიაზეც გაამახვილეს ყურადღება, გაიხსნა ვინი და ვალვერდე ვიდრე ალონსოს დრო იყო, უფრო გუნდური გახდა თამაში, ადრე აქცენტი მბაპეზე კეთდებოდა... ჩემი აზრით სისულელეა იმაზე საუბარი მბაპე, რომ უნდა წავიდეს, ან ვინი, ორივეს გამოყენება შეიძლება და მომაკვდინებელი იქნება გუნდი, ან არის არბელოას მეორე ვარიანტი იცის, რომ მიდის და ყველაფერს ცდილობს და გამოუვიდათ ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ იმსახურებს სულ მცირე ერთი წელი დარჩენას, მაგრამ ისეთი საზიზღარი ფეხბურთელი იყო, რაღაცნაირად არ მჯერა მისი ინტელექტის, ბოდიშის მოხდით... თუ გუნდის აშენება უნდა დაიწყოს და უნდა მოვიდნენ ფეხბურთელები, უფრო მაღალი კლასის მწვრთნელს მივესალმები.

-----------------------
Hala Madrid! White heart!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (253)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)