ჰაუსენი:„„რეალი“ დომინანტი იყო და გამარჯვება დამსახურებულია“

დინ ჰაუსენმა მადრიდული დერბი შეაფასა.

„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ვიცოდით, რომ თუ ლა ლიგაში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება გვსურდა, ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოგვეგო და ასეც მოვიქეცით. რაც შეეხება პერსონალურ მხარეს, ძალიან ბედნიერი ვარ. როგორც გუნდი, საგრძნობლად ვიზრდებით და ამჟამად კარგ სერიას ვაგრძელებთ. მუშაობა უნდა განვაგრძოთ და ტემპი არ დავაგდოთ“.

„წინ ჯერ კიდევ გველის მატჩი „ბარსელონასთან“. ვიცით, რომ მათთან ოთხქულიანი სხვაობა გვაშორებს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ამ დისტანციის შემცირებას. დღეს რომ არ გაგვემარჯვა, ვითარება ძალიან გაგვირთულდებოდა“.

„ვალვერდეს მომენტში მე ვფიქრობ, რომ ეს წითელი ბარათი არ იყო. ჩემი აზრით, მან უბრალოდ შეაჩერა შეტევა და ეს მხოლოდ ყვითელ ბარათს იმსახურებდა, მეტს არაფერს. მას მეტოქისთვის არც ბუცით ჩაურტყამს და არც მეტისმეტი ძალა გამოუყენებია. ეს არ ყოფილა აგრესია, მან უბრალოდ გააჩერა სათამაშო ეპიზოდი და მორჩა. ეს იგივეა, მაგალითად, ხელით დაჭერა რომ ყოფილიყო, რაც ყვითელი ბარათით ისჯება“.

„ბევრი ცვლილება გამოვიარეთ, შეგვეცვალა მწვრთნელი, გვყავს ახალი მოთამაშეები და გვსურს განსხვავებული სისტემით თამაში. ეს ბუნებრივი პროცესია. ადაპტაციას კარგად გავდივართ და ყოველდღიურად სწორედ ამისთვის ვშრომობთ. ძალიან გვიხარია, რომ ყველაფერი კარგად მიდის

„მე და რუდიგერს მოედანზე იდეალური ბალანსი გვაქვს. ჩვენ შორის არის ისეთი „ქიმია“, რომლის ახსნაც რთულია, თუმცა, როცა ის არსებობს,არსებობს. ერთად ძალიან კარგად ვთამაშობთ“.

„თავს კარგად ვგრძნობ. სანაკრებო პაუზის შემდეგ მუშაობას განვაგრძობთ. წინ კიდევ დიდი სეზონია და იმედი მაქვს, ის განსაკუთრებული აღმოჩნდება“.

„ყველამ ვიცით, რა დონის თამაში შემიძლია და ყოფილა შემთხვევები, როცა ეს ვერ ვაჩვენე. არბელოა ბურთის ფლობისას თუ დაცვაში თამაშისას ჩემგან ბევრს ითხოვს და ეს კარგია.“

„საგრძნობლად ვიზრდებით და იმედია, კიდევ უფრო მოვუმატებთ“.

„ყველა გუნდს სჭირდება ადაპტაციის პერიოდი და ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა“.

„ვინიმ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. ორი გოლი გაიტანა,ერთი პენალტით, მეორე კი ნამდვილი „გოლასო“ იყო. ის ყველა თამაშში მოტივირებულია. ვინი ბევრს შრომობს და ძალიან მიხარია როგორც მისი, ისე გუნდის პროგრესი.“



1

8 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 426

ამანაც კარგად აკრიფა, ბოლო დიდ თამაშებში ყველგან კარგად დგას და ძალიან კარგად ამოაქვს ბურთი.  ფაქტია ფსიქოლოგიურად დიდი მნიშვნელობა აქვს გვერდით ვინ გიდგას, ასენსიოს ერთად სულ სხვაიყო და რუდიგერის ერთად სულ სხვა. 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (246)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)