ვინისიუსი:„სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე საუკეთესო ფორმაში ვარ“

ვინისიუს ჟუნიორმა „ატლეტიკოს“ დამარცხების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

„მატჩი საკმაოდ ეფექტურად დავიწყეთ და სიტუაციას თავიდან ვაკონტროლებდით. გოლი გავუშვით, მაგრამ ყურადღება მაინც შევინარჩუნეთ და ბევრი ვიმუშავეთ. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ იმით, რომ ქომაგებმა მებრძოლი „რეალი“ იხილეს, რომელიც იმსახურებდა გამარჯვებას. მადრიდულ დერბიში ყოველთვის უძლიერესი იმარჯვებს და ეს საღამო ჩვენი იყო.“

„დამსახურება ყველას ეკუთვნის, როგორც მწვრთნელს, ასევე ფეხბურთელებს, ქომაგებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ არის ჩართული ჩვენს ყოველდღიურობაში. მკაფიო სათამაშო გეგმა გვქონდა და ვიცოდით, რომ 3 ქულა უნდა მოგვეპოვებინა.“

„არ ვიცი, რა მემართება, მაგრამ ყოველ სეზონში მაშინ შევდივარ ფორმის პიკში, როდესაც გადამწყვეტი მომენტი დგება. ალბათ ეს ფსიქოლოგიური ფაქტორიც არის. მიხარია, რომ გოლების გატანას ვახერხებ და გუნდს ვეხმარები. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

„ვიმედოვნებ, სანაკრებო პაუზის შემდეგ ყველა ჯანმრთელი დაბრუნდება. სამწუხაროა, რომ ახლა მოგვიწია პაუზა, გუნდი შესანიშნავ ფორმაშია შესული.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (246)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)