ფრან გარსია:„ეს გამარჯვება დიდი შრომის შედეგია“
ფრან გარსიამ „ატლეტიკოსთან“ შეხვედრა შეაფასა.
„ეს გამარჯვება დიდი შრომის შედეგია. არცერთი წამით არ გვიფიქრია, რომ ქულების დაკარგვა შესაძლებელი იქნებოდა. ამ მატჩის მოგებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.“
„გუნდი ბევრს მუშაობს, ფეხბურთელები ერთიანები არიან და ერთად ლახავენ ბარიერებს, რომელიც არსებობს. სწორედ ამ მიდგომამ მოიტანა შედეგები, როგორც მანჩესტერ „სიტისთან“, ასევე მადრიდის „ატლეტიკოსთან“.“
„ფედე ვალვერდეს გაძევების შემდეგ, გუნდი კიდევ უფრო შეიკრა და ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანდა. მე არ ვიცი, იმსახურებდა თუ არა ურუგვაელი წითელ ბარათს, რადგან მომენტი განმეორებით არ მინახავს.“
„ზედიზედ მესამედ ვიყავი სასტარტო შემადგნელობაში. მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. ამ სეზონში მსგავსი რამ პირველად მოხდა და ძალიან მიხარია.“
„ვინისიუსი საოცარი ფეხბურთელია, მას ჯერ კიდევ მაშინ შევხვდი, როდესაც კასტილიაში მოვიდა, მაშინვე შეიმჩნეოდა მისი სისწრაფე და ტექნიკა. სამხრეთ-ამერიკელი ყოველწლიურად უფრო ვითარდება და მრავალმხრივი ხდება, ის ხშირად ამწვავებს მომენტებს და გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მიხარია, რომ ერთ ფლანგზე ვთამაშობთ.“
„ზედიზედ გამარჯვებების შემდეგ, სანაკრებო პაუზა მოვიდა. ახლა უნდა დავისვენოთ და მაქსიმალურად აღვიდგინოთ ენერგია.“
- დღეს, 11:44
- 25
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



