არბელოა:„მე მჭირდება შეკრული და ერთიანი გუნდი“

ალვარო არბელოამ მადრიდული დერბის მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„კიდევ ერთხელ გამოვამჟღავნეთ მებრძოლი ხასიათი და სიმტკიცე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“

„ყოველთვის ვცდილობ, ემოციები ვმართო, მაგრამ ვალვერდეს გაძევებამ წყობიდან გამომიყვანა. მუნუერა ჩემთან მოვიდა და ამიხსნა თავისი პოზიცია, ამისთვის მას მადლობას ვუხდი, მაგრამ არ ვეთანხმები.“

„ძალიან გაგვიმართლა, რომ ვინისიუსის დონის შემტევი გვყავს, მან გადამწყვეტ მომენტში ფანტასტიკური გოლის გატანა შეძლო. ბრაზილიელი არასდროს ნებდება და ყოველთვის ძალიან მოტივირებულია.“

„გუნდში შუა სეზონში მოვედი. მერწმუნეთ, ეს მარტივი არ არის, თანაც იმ ფონზე, როდესაც გადამწყვეტი შეხვედრები გაქვს წინ. ფეხბურთელებს დღემდე ვეცნობი და ვცდილობ, მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვიხილო. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს კიდევ უფრო დიდი პერსპექტივა აქვს.“

„კილიანი მუდმივი საფრთხეა. დიდი კომფორტია გყავდეს, მსოფლიოს საუკეთესო წინახაზელი. ის ყოველთვის ამწვავებს სიტუაციას.“

„საუკეთესო მწვრთნელების დამარცხება? რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის საამაყოა, მაგრამ რომ არა გუნდი, ვერაფერს გავხდებოდი. რომ არა ბერნაბეუს საოცარი გარემო, ვერაფერს გავხდებოდი.“

„ტრენტის თამაში? რა თქმა უნდა, ის ეფექტურად შემოვიდა, მანამდე კი კარვახალმა კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, რომ ნამდვილი ლიდერია.“

„მე მჭირდება ეფექტური და შეკრული გუნდი, რომელიც ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯება და ნებისმიერ მატჩს ისე მიუდგება, როგორც ფინალს.“

„ბელინგემის დაბრუნება? რა თქმა უნდა, ის დიდი ძალაა. მე, როგორც მწვრთნელს დიდი კომფორტი მაქვს, რომ არჩევანს საუკეთესო მოთამაშეებს შორის ვაკეთებ, თუმცა ეს დამატებითი თავსატეხიც არის, რადგან სათადარიგო სკამზე ხშირად რჩებიან ფეხბურთელები, რომლებიც თამაშს იმსახურებენ.“

„მილიტაო მალე დაბრუნდება, მან „მალიორკასთან“ განაცხადში შევიყვანთ და თამაშს ეტაპობრივად განაახლებს.“

„ჩემი მომავალი? ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, ამ სეზონის წარმატებით დასრულებაა, სხვა არაფერი.“


1

23 მარტი 2026 15:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 481

Ase tu gqvagrdzelet da tundac araferi ar movigot da realma ase gunduroba da ase tamasi ganagrdzo me dqvtovebdi amas faqtia fexburtelebs sworad iyenebs


2

24 მარტი 2026 13:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 393

ყველას უნდა  "შეკრული და ერთიანი გუნდი“, არის სადმე მწვრთნელი რო არ უნდოდეს შეკრული გუნდი? 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (39)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)