როი მაკაი:„ახლა „ბაიერნი“ უფრო კარგი გუნდია, ვიდრე „რეალი““
მიუნხენის „ბაიერნის“ და ნიდერლანდების ნაკრების ისტორიულმა ფორვარდმა, როი მაკაიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „რეალის“ და „ბაიერნის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„როდესაც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „ბაიერნისა' და „რეალის“ წყვილს ხედავ, ხვდები, რომ ეს ევროპული ფეხბურთის ისტორიაა. ჩემთვის აღნიშნული დაპირისპირება ტურნირის მთავარი მოვლენაა. ამ ორ გუნდს შორის არსებული მეტოქეობა ყოველთვის განსაკუთრებულ მუხტს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ბადის ამ მხარეს სხვა ძლიერი გუნდებიც არიან, „ბაიერნი“-„რეალი“ მაინც რჩება იმ ეტალონურ მატჩად, რომელსაც მთელი მსოფლიო სულგანაბული ელოდება.“
„ჩემპიონთა ლიგაზე „ბლანკოსი“ ყველაზე რთულად დასამარცხებელი გუნდია, ეს აქსიომაა. მათ აქვთ უნიკალური უნარი, მოიგონ მაშინაც კი, როცა თამაშს არ აკონტროლებენ. თუმცა, მიმდინარე სეზონს თუ შევხედავთ, ვხედავ, რომ „რეკორდმაისტერი“ გაცილებით უფრო მწყობრი და ეფექტური გუნდია. გერმანული კლუბის სათამაშო სტრუქტურა უფრო სტაბილურია, ფეხბურთელებს შორის კავშირები კი უფრო მყარი. „რეალი“ ხშირად ინდივიდუალურ ოსტატობაზეა დამოკიდებული, „ბაიერნი“ კი წელს ერთიანი, კარგად დამუშავებული მექანიზმივით მუშაობს.“
„ჩემთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საპასუხო შეხვედრა მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ ტარდება. ბერნაბეუზე გადარჩენა ყოველთვის რთულია, მაგრამ როცა იცი, რომ გადამწყვეტი ბრძოლა შენი გულშემატკივრის წინაშე გელის, ეს ფსიქოლოგიურ უპირატესობას გაძლევს. მიუნხენური პუბლიკა ასეთ საღამოებზე მეთორმეტე მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტორი წყვილის ბედის გადაწყვეტაში უდიდეს როლს ითამაშებს.“
„თუ „რეალის“ შემადგენლობიდან ვინმეს გამოყოფა მომიწევს, ეს უპირველესად ფედე ვალვერდეა. ის ყველასგან გამორჩეული მოთამაშეა თანამედროვე ფეხბურთში. მისი ენერგია, სამუშაო მოცულობა და უნარი, იყოს მოედნის ყველა წერტილში, გამაოგნებელია. ვალვერდე არის ძრავა, რომელიც გუნდს მუდმივად წინ უბიძგებს. „ბაიერნის' ნახევარდაცვას დიდი ძალისხმევა დასჭირდება მის შესაჩერებლად, რადგან ფედე სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის რიტმის შეცვლა.“
- დღეს, 13:57
- 4
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




