არბელოა:„მბაპე „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ითამაშებს“

ალვარო არბელოამ „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„გუნდი მობილიზებულია. ორი უმძიმესი მატჩი ჩავატარეთ, ახლა კი ჩვენი მეტოქე მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური გუნდია. დარწმუნებული ვარ, დიეგო სიმეონეს ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან, თუმცა ჩვენ გვჭირდება 3 ქულა, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ.“

„კილიან მბაპე მადრიდულ დერბიში მონაწილეობას მიიღებს, ამას აქვე დაგიდასტურებთ.“

„ჯუდ ბელინგემი განაცხადში იქნება. ვნახოთ, გადავწყვეტ თუ არა, ინგლისელი ფეხბურთელის მოედანზე შეშვებას.“

„ახალგაზრდებმა ძალიან დიდი პროგრესი აჩვენეს და ის გარემოება, რომ ხშირად სასტარტო შემადგენლობაში ხვდებიან, იარ არის გასაკვირი.“

„ძალიან მიხარია, რომ კანტერა დიდ ხარისხს აჩვენებს, ეს ფეხბურთელები მადრიდულ მომავალს შექმნიან.“

„მინდა თუ არა რუდიგერის დარჩენა? ანტონიოს მონუმენტს დიდი სიამოვნებით დავდგამდი ჩემს ეზოში.“

„კარვახალი გუნდის ლიდერია, ის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. ის, რომ ბოლო დროს სათამაშო დრო არ ჰქონდა, არაფერს ცვლის, ესპანელი ნამდვილი ლეგენდაა.“

„რა თქმა უნდა, ჯუდს და მბაპეს ეროვნული ნაკრებების დახმარება სურთ, ამაში საკვირველი არაფერია.“

„ტიბო კურტუას მნიშვნელოვან ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. არ ვიცი, როდის დაბრუნება ბელგიელი, ახლა კი ლუნინის დრო მოვიდა.“

„ჯუდ ბელინგემი და პიტარჩი ერთად? ეს სრულიად შესაძლებელია. ტიაგო უფრო სიღრმიდან თამაშობს, ჯუდი კი მეტწილად ფორვარდებს ეხმარება.“

„გვსურს, რომ „ატლეტიკოს“ ინტენსივობას, ტაქტიკურ გამართული ფეხბურთი დავახვედროთ. გვჯერა ჩვენი გულშემატკივრების და ვიცით, რომ დერბის მოგებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება.“


1

21 მარტი 2026 17:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 097

დერბის წაგება და ჩათვალე რომ უკვე უმუშევარი ხარ ალვარო.))))


2

21 მარტი 2026 19:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 695

მე არ ვიცი რანაირად ათამაშებს, ჯუდსაც, პიტარჩისაც, და არდასაც ერთდროულად. ვალვერდე და ჩუამენი ხელშეუხებლები არიან. არდა გადასარევად თამაშობს, თამაშში მინიმუმ ერთ 100%იან შანსს ქმნის. რთული პრობლემის წინაშე დგას არბელოა. ფაქტია ჯუდი როცა ჯანმრთელია და სკამზე ზის, ეგრევე გასახდელში სიტუაცია ირევა. 

+ ამ ყველაფერს ეწირება ბრაჰიმი რომელიც უბრალოდ იდეალური იყო სიტისთან ორივე თამაშში. არვიცი, წარმატებები არბელოას, ეს იქნება მისი დიდი გამოცდა, ჯუდის დარბუნებამდე ალონსოც კარგად მიდიოდა. 



3

22 მარტი 2026 09:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 234

PITARCHIS DA CHUAS SHECVLIS ALBAT MEORE TAIMSHI

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 24
2 მურიქი 21
3 ბუდიმირი 16
4 იამალი 15

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2026 (68)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)