პიტარჩის კვლავ 19 წლამდელებში უხმეს
მოახლოებულ სანაკრებო ბატალიებისათვის ეროვნულ ნაკრებში უხმეს მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც.
ივარაუდებოდა, რომ ალვარო არბელოას აღმოჩენა ტაგო პიტარჩის, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში სტაბილურად ასპარეზობს „ბლანკოსის“ ძირითად შემადგენლობაში, ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახებდნენ, თუმცა ნახევარმცველი ამჯერადაც 19 წლამდელთა გუნდს დაეხმარება. ის 26-დან 31 მარტის შუალედში ელიტ რაუნდის შეხვედრებში (სლოვენია, ფინეთი და ნიდერლანდები) მიიღებს მონაწილეობას.
ტაგოსთან ერთად ამ ასაკობრივ ნაკრებში „ბლანკოსის“ აკადემიის სხვა მოთამაშეების გაემგზავრებიან: ფორტეა, რივასი, აგუადო და იანესი.
პიტარჩის გადაბირებით დაინტერესებული მაროკოც. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ფეხბურთელის წინაპრები სწორედ ამ აფრიკული ქვეყნიდან იყვნენ. ამ ეტაპისათვის ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ნახევარხაზელის მიზანში მხოლოდ „ფურია როხას“ მაისურის მორგება შედის.
AS
- 20 მარტი 2026
- 234
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




