ვალვერდე თებერვლის თვის საუკეთესოა: „საოცარ ფორმაში ვარ“
ფედერიკო ვალვერდე Mahou-ს ვერსიით „რეალის“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ურუგვაელმა ნახევარმცველმა კუთვნილი ჯილდო Ciudad Real Madrid-ში ჩაიბარა.
აღნიშნული აღიარება ურუგვაელის მიერ გასულ თვეში ჩატარებულ ბრწყინვალე მატჩებს უკავშირდება: ექვს შეხვედრაში ფედემ ერთი გოლითა და სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. მან „ბერნაბეუზე“ „სოსიედადის“ განადგურებაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ასისტები „ბენფიკასთან“ (ორი) და „ოსასუნასთან“ დაპირისპირებებში მიითვალა
„ამ პრიზის ხელმეორედ მოგება დიდი სიამაყეა. ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაცაა, რომლებიც ყველაფერში მეხმარებიან. ვფიქრობ, გუნდში კარგი დინამიკა და პოზიტიური ენერგიაა. ბოლო თვის განმავლობაში მაქსიმალურად ვართ კონცენტრირებულნი ჩვენს მიზნებზე და ამ ყველაფრით ძალიან ბედნიერი ვარ“.
წარმატებული სერიის გასაღები: „მთავარი ფაქტორი გუნდური ერთიანობა და საერთო მიზნისთვის ბრძოლაა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ დარჩენილი ტიტულების მოსაგებად ძალებს არ ვიშურებთ. უმნიშვნელოვანესია თითოეული ფეხბურთელის წვლილი; მათ შორის იმ ახალგაზრდების, რომლებმაც შანსი გამოიყენეს და „რეალის“ წარმატებისთვის მაქსიმუმი გააკეთეს.“
პირადი ფორმა: „თავს საოცრად ვგრძნობ. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ამ კლუბში გატარებული ყოველი წუთი. როგორც ყოველთვის, მადლიერი ვარ თანაგუნდელების, რადგან სწორედ მათი მხარდაჭერით ვიმყოფები ამ სიმაღლეზე.“
მზადება დერბისთვის: „ამ შეხვედრას დიდი ენთუზიაზმით ველოდებით. გვსურს, გამარჯვებით კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ და სანაკრებო პაუზის წინ სიმშვიდე მოვიპოვოთ. ყველანი მობილიზებულები ვართ, რადგან კარგად გვესმის ამ დაპირისპირების პრინციპულობა და მნიშვნელობა.“
RealMadrid.Com
- დღეს, 11:41
- 56
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



