ლიბერტომ კონტრაქტი გაახანგრძლივა
„რეალი“ ახალგაზრდა ტალანტების შენარჩუნების პოლიტიკას განაგრძობს.
ამჯერად კლუბის ყურადღების ცენტრში ლიბერტო რაულ ნავასკუეს ვისენტე (დაბადებული მადრიდში, 2007 წლის 15 მარტს) მოექცა. ფეხბურთელისთვის, რომელსაც ოჯახის წევრები და მეგობრები უბრალოდ „ლიბერს“ ეძახიან, გასული დღეები განსაკუთრებული აღმოჩნდა, მან თანაგუნდელებთან ერთად მოიპოვა „უეფას“ ახალგაზრდული ლიგის ნახევარფინალის საგზური და სამეფო კლუბთან ხელშეკრულება 2029 წლამდე გააფორმა.
ამ გადაწყვეტილებით ლიბერტომ მადრიდთან კავშირი კიდევ სამი სეზონით გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ მან კონტრაქტი 2026 წლამდე განაახლა, თუმცა კლუბისთვის პრიორიტეტული იყო იმ მოთამაშის მომავლის დაზღვევა, რომელზეც „ბლანკოსი“ თავიდანვე დიდ ფსონს ჩამოდიოდა
ლიბერტო თანამედროვე სტილის მარცხენა მცველია, რომელსაც შეტევის ფლანგზეც წარმატებით შეუძლია ასპარეზობა. მას ორივე პოზიციისთვის საჭირო თვისებები აქვს: სისწრაფე, ტექნიკა, მოულოდნელი შეტევა, დრიბლინგი, ძლიერი დარტყმა და გამარჯვებულის ხასიათი. ის „რაიო ვალეკანოდან“ 10 წლის ასაკში გადმოვიდა და მას შემდეგ კლუბი განსაკუთრებულად უფრთხილდება. მადრიდელებს სურთ, ახლოს ჰყავდეთ ისეთი პერსპექტიული მოთამაშეები, რომლებიც ტიაგო პიტარჩის, კარლოს დიესისა და გაბრი ვალეროს თაობას მიეკუთვნებიან - ფეხბურთელები, რომლებმაც უკვე დაიწყეს კაშკაში.
AS
- 20 მარტი 2026
- 148
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




