„ბაიერნი“ საკუთარ „ჯოჯოხეთს“ ააქტიურებს
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გახდებიან ევროპული კლასიკის მომსწრე.
„რეალისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირების ისტორია 28 მატჩს მოითვლის. მათი მეტოქეობა 1976 წლის ნახევარფინალიდან იწყება, რომელიც საბოლოოდ ბავარიელთა ზედიზედ მესამე ევროპული თასით დასრულდა და 2024 წლის ანალოგიურ ეტაპამდე გრძელდება, „ბერნაბეუს“ იმ მორიგ მაგიურ ღამემდე, რომელიც ხოსელუს დუბლითა და მე-15 ტიტულის მოპოვების წინაპირობით დაგვირგვინდა.
ორმატჩიანი დუელის პირველი დაპირისპირება 7 აპრილს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება, ხოლო განმეორებითს 15 აპრილს, „ალიანც არენა“ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ მიუნხენურ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები (ფასი 19-დან 120 ევრომდე მერყეობდა) რამდენიმე საათში გაიყიდა. ადგილობრივი გულშემატკივრები კი, კვლავ „ჯოჯოხეთის“ მოწყობით იმუქრებიან.
„უეფას“ რეგულაციების თანახმად, სტუმარ გუნდს სტადიონის ტევადობის 5% ერგება. აქედან გამომდინარე, მადრიდისტები 4500-იანი დელეგაციით იქნებიან წარმოდგენილნი გერმანიაში.
AS
- 20 მარტი 2026
- 2 539
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




