ლუნინისთვის ახალი არაფერია

სამეფო კლუბის უკრაინელი ფეხბურთელი კვლავ საქმეში ბრუნდება.

ტიბო კურტუა საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა, თუმცა ტრავმები სპორტის ამ სახეობის განუყოფელი ნაწილია და ეს ყველაზე კარგად სწორედ ბელგიელმა იცის. ბოლო წლების განმავლობაში, მან არა ერთხელ გაიარა საკმაოდ გრძელი და რთული გზა.

რა თქმა უნდა, ლაზარეთში მყოფ კოლეგას სასტარტო შემადგენლობაში ანდრეი ლუნინი შეცვლის. 27 წლის მეკარისთვის ახალი არაფერია, მან მსგავსი გამოცდილება 2023/24 წ.წ. სეზონში მიიღო, როდესაც ბელგიელმა სტარტზევე მძიმე დაზიანება მიიღო. მაშინ, ანდრეიმ 31 მატჩში დაიცვა „ბლანკოსის“ კარი და მოწინააღმდეგეებმა მხოლოდ 32-ჯერ მოახერხეს მისი დამწუხრება.

ანდრეის ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ხსენებული კამპანია „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებით დაასრულა. უდავოდ გამოსარჩევია მისი ასპარეზობა „მანჩესტერ სიტისთან“ განმეორებით 120 წუთიან დუელში და 2 მოგერიებული პენალტი, ასევე ნახევარფინალური სტადიის მატჩები „ბაიერნის“ წინააღმდეგ. 7 და 15 აპრილს, ახლაც სწორედ მიუნხელებთან მოუწევს გუნდის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

ლუნინი თავდაჯერებული და მტკიცე მეკარეა. ის არ გამოირჩევა ზედმეტი ეფექტურობით, თუმცა მეტად საიმედოა. 


AS


1

Friday და 10:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 173

ამას ისევ მესამე მეკარე ჯობია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (223)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)