მბაპე საფრანგეთში გამოიძახეს
დიდიე დეშამმა სამეფო კლუბის გოლეადორს მოახლოვებული ამხანაგური მატჩებისათვის უხმო.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები 26 და 29 მარტს, შესაბამისად, ბრაზილიასა და კოლუმბიასთან გამართავს შეხვედრებს. აღნიშნული მატჩებს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. კილიანს მხოლოდ 2 გოლი აშორებს ოლივიე ჟირუმდე, რომელიც არსებული მომენტისათვის ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო მეგოლეა.
როგორც იცით, მბაპე 1 თვიანი პაუზის შემდეგ, „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთალიგურ პაექრობაში დაუბრუნდა მწვანე მინდორს. ის საქმეში 70-ე წუთზე, ბრაჰიმის ნაცვლად ჩაერთო და აღსანიშნავია, რომ მისმა მუხლმა დატვირთვას გაუძლო.
ახლა ფრანგი თავდასხმელი მადრიდული დერბისთვის ემზადება. დიდი ალბათობით, „ათიანი“ი საწყისი წუთებიდანვე შეუტევს „ატლეტიკოს.“
მბაპესთან ერთად „მამლების“ შემადგენლობაში გამოძახებულნი არიან კამავინგა და ჩუამენი.
MARCA
- დღეს, 10:16
- 119
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




