იგივე დერბი - განსხვავებული „რეალი“

მომავალი მადრიდული დერბი „რეალის“ კალენდარში სეზონის საუკეთესო მომენტში გამოჩნდა.

გუნდმა მწვავე კრიზისით აღსავსე ტურბულენტური გზა გაიარა და ახლა შედარებით მშვიდ პერიოდში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ შიდა ჩემპიონატში „თეთრები“ საკუთარ თავზე არ არიან დამოკიდებულნი (4 ქულიანი ჩამორჩენა „ბარსელონასთან“), ჩემპიონთა ლიგა ჭრილობების მოშუშების კარგ საშუალებად იქცა. მრავალრისცოხანი დანაკლისის ფონზე, მათ წარმატებით დაძლიეს ორი ეტაპი

ბოლო პერიოდში შემადგენლობას აკლია ბელინგემიც. სწორედ ინგლისელის ჩართვა სეზონის პირველი დერბის თერთმეტეულში (2025 წლის 27 სექტემბერი) აღმოჩნდა ნაბიჯი, რომელმაც ჩაბი ალონსოს გუნდის სათამაშო რიტმი დაარღვია. მანამდე „რეალმა“ მიმდინარე საფეხბურთო წელი შთამბეჭდავად დაიწყო (ზედიზედ შვიდი გამარჯვებით), სანამ „მეტროპოლიტანოზე“ არ შეაჩერეს. ჯუდის დაბრუნებამ, რომელიც მხრის ოპერაციის შემდეგ მწყობრში ჩადგა, მწვრთნელი აიძულა ის სასტარტოში დაეყენებინა, თუმცა ინგლისელი შორს იყო ოპტიმალური კონდიციისგან.

შედეგად, „ატლეტიკოს“ ინტენსივობამ ჯუდი დააბნია. მან ვერ შეძლო ჩვეულად თამაში და 90 წუთის განმავლობაში, სიმეონეს კარნახით წარიმართა შეხვედრა. 5:2 მარცხი მტკივნეული იყო როგორც შინაარსით, ისე ფორმით. ამ ყველაფერმა კლუბის ხელმძღვანელობაში ალონსოს მიმართ ეჭვები გააჩინა. „რეალი“ თავის მარადიულ მეტოქესთან აშკარად სუსტად გამოიყურებოდა და მალე იგივე განმეორდა „ლივერპულთან“ პაექრობაშიც. ცხადი გახდა, რომ გუნდი სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევდა თავისი დონის ოპონენტებს. პრობლემები მაშინ გაღრმავდა, როცა ქულების კარგვა თეორიულად იოლ მეტოქეებთანაც დაიწყო. მიუხედავად ამისა, ჩაბი სუპერთასამდე შემორჩა პოსტს, სადაც „ბარსელონასთან“ ფიასკომ მისი მადრიდული კარიერა დაასრულა.

არბელოამ ჩაიბარა როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად დასუსტებული გუნდი. შემადგენლობის ხარისხისა და მბაპეს გოლების მიუხედავად, აშკარა სათამაშო ხარვეზები არსებობდა. „რეალმა“ ალბასეტეში თასი „დათმო“ და უხერხული მარცხიც იწვნია „და ლუჟზე.“ იმ მატჩში ფრეც საკმარისი გახლდათ საუკეთესო რვიანში მოსახვედრად. ამ შეცდომამ გუნდი პლეი-ოფის დამატებით რაუნდში ისევ ჟოზე მოურინიოს „ბენფიკასთან“ დააჯახა. ეს დაპირისპირება განსაკუთრებით დაიძაბა პრესტიანის მიერ ვინისიუსის მიმართ გაჟღერებული სავარაუდო რასისტული შეურაცხყოფის გამო.

როგორც უკვე იცით, „მერენგებმა“ ეს რთული ეტაპიც დაძლიეს და მომდევნო რაუნდში გვარდიოლას „სიტიც“ მოულოდნელად გამოთიშეს. ინგლისელებთან ორრაუნდიანმა ბრძოლამ გამოაჩინა „რეალის“ საუკეთესო ვერსია ამ არასტაბილურ სეზონში. ამჟამად „რეალი“ კვლავ ინარჩუნებს შანსს იბრძოლოს ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაზე. ევროპაში მეტოქე „ბაიერნია“, ხოლო ესპანეთში - „ატლეტიკო“. „ბერნაბეუ“ დერბის რევანშის წყურვილით ელის იმ წაგების გამო, რომელმაც ექვსი თვის წინ „ბლანკოსის“ გზა გაამრუდა. 


MARCA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (198)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)