გახდება ლიორენტე რეალის "9"-იანი?
მადრიდის "რეალი" მომავალი სეზონისთვის ბაზის გაძლიერებას აპირებს. კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, შემადგენლობას კიდევ ერთი თავდამსხმელი სჭირდება. 2009 წლიდან ფლორენტინო პერესი ცდილობს ფერნანდო ლიორენტეს მადრიდულ კლუბში გადმოყვანას.
ესპანელი თავდამსხმელი პროგრესირებს როგორც ბილბაოს "ატლეტიკში", ასევე ეროვნულ ნაკრებში. მან 209 შეხვედრაში 68 გოლი გაიტანა. სწორედ ამ მაჩვენებლიდან გამომდინარე, თეთრების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მისთვის "9" ნომრიანი მაისური გაამზადოს.
ლიორენტე 1.8 მილიონ ევროს იღებს წელიწადში. "ატლეტიკს" კი სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს მიმდინარე სეზონში. თუ სამეფო კლუბი მათ ნორმალურ წინადადებას შესთავაზებს, შეიძლება სულ მალე ბასკი წარმოშობის ფეხბურთელი სანტიაგო ბერნაბეუზე, თეთრი მაისურით ვიხილოთ.
- 10 ოქტომბერი 2010
- 1 873
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.