ენდრიკი: „არბელოასთან ჯერ არ მისაუბრია“

ბრაზილიელი ფორვარდი, რომელიც „რეალიდან“ დროებით „ლიონში“ გადაბარგდა, winwin-თან ინერტვიუში წარმატების გასაღებზე საუბრობს.

„მატჩების თანმიმდევრობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 90 ან 60 წუთის ჩატარება სულ სხვაა, ვიდრე მოედანზე 15 ან 30 წუთით გამოსვლა. ეს მეტი რისკის საშუალებას გაძლევს და შეცდომის დაშვების გამო გაჩენილ წნეხსაც ამცირებს“ - დასძინა ენდრიკმა.

მისი არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. ლიონში ჩასვლამდე იყო ხანგრძლივი მოლაპარაკებები, დარწმუნება და მკაფიო პროექტი. „სპორტული დირექტორი და პაულო ფონსეკა გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს მესაუბრნენ. მათ დიდი ნდობა გამომიცხადეს“ - იხსენებს ფეხბურთელი. არჩევანზე გავლენა კონტექსტმაც იქონია: კონკურენტული ჩემპიონატი, ჩამოყალიბებული იდეის მქონე გუნდი და ევროპა ლიგის სცენა: „ვიცოდი, რომ აქ მეტი შანსი მექნებოდა, თუმცა დიდი მოთხოვნების ფონზე“ - აღნიშნა ფორვარდმა.

ენდრიკის განვითარებაში საკვანძო როლი კარლო ანჩელოტის მიუძღვის:. „მისგან მადრიდში ბევრი რამ ვისწავლე. გოლები ყველა იმ ტურნირზე გავიტანე, სადაც ერთად ვიასპარეზეთ“ -  იხსენებს წინახაზელი. ახლა იტალიელი სპეციალისტი მის გზაზე ბრაზილიის ნაკრებში კვლავ გამოჩნდა: „აქ მუშაობის სპეციფიკა განსხვავებულია, ყოველდღიური ურთიერთობის გარეშე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთად კარგ შედეგს ვაჩვენებთ.“

ამასობაში, მადრიდში ალვარო არბელოას ხელმძღვანელობით ახალი ეტაპი დაიწყო. მიუხედავად ამისა, ენდრიკი ყურადღებას მხოლოდ იქ ამახვილებს, სადაც საჭიროა: „ჯერჯერობით არ გვისაუბრია. სრულად „ლიონზე“ ვარ კონცენტრირებული. ჩემპიონთა ლიგაზე „რეალს“ ვქომაგებ, მაგრამ ახლა მთელ ენერგიას აქ ვხარჯავ.“ 

მოედანზე მისი უნივერსალურობა უკვე ქმნის სხვაობას. იგი ასპარეზობს როგორც მარჯვენა ფლანგზე, ისე ცენტრფორვარდად, თუმცა კონკრეტულ პოზიციას არ ეჯაჭვება: „პრიორიტეტი არ მაქვს. ყველაზე მეტად მატჩის სამი ქულით დასრულება მიყვარს. სად უფრო მეტ სარგებელს მოვიტან, ეს მეტოქესა თუ ხელმისაწდომ თანაგუნდელებზეა დამოკიდებული. ხან ფლანგზე ვარ, ხან - ცენტრში. ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო მაშინაც კი, როცა მოქმედების ნაკლები თავისუფლება მაქვს.“

დებატები იმის შესახებ, არის თუ არა „რეალი“ საუკეთესო ადგილი ახალგაზრდების გასაზრდელად, კვლავ აქტუალურია. ენდრიკი ამ საკითხს შიგნიდან უყურებს, დრამატიზმის გარეშე: „ეს მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. მადრიდში თამაში ყველასთვის რთულია - ახალგაზრდა იქნება თუ ვეტერანი. ისინი მუდმივად ეძებენ ახალ ტალანტებს და გულშემატკივარს მათი ხილვა რაც შეიძლება მალე სურთ, თუმცა ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის“.

ფეხბურთელის ჰორიზონტზე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიცაა, სადაც ბრაზილია კომპრომისებს არ ცნობს: „ტიტულის გარდა სხვა რამეზე ფიქრი არ შეგვიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შედეგები სახარბიელო არ იყო, ყველა ელის ბრაზილიის ნახვას გადამწყვეტ ფაზაში. ამ გუნდის წევრობა ჩემთვის დიდი პატივია“.

სანამ მომავალი ახალ ხმაურს წარმოშობს, იქნება ეს სხვა კლუბების ინტერესი თუ მადრიდში დაბრუნება, ენდრიკი აწმყოში რჩება: „ჩემი მომავალი მომავალი უქმეებია, შემდეგი მეტოქე. თითოეული ვარჯიშისა და მატჩისთვის მაქსიმალურად მომზადება“.

MARCA



1

გუშინ და 18:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 633

ტეხავს ბრაზილია ამდენი წლის განმავლობაში ტიტულის გარეშე. არადა რომ შეხედავ კარგი გუნდი ჰყავთ, იმედია კარლიტო დაადგამს თავს. არ ვარ ბრაზილიის დიდი ფანი მაგრამ მინიმუმ ნახევარფინალი მინდა 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (198)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)