რამდენი მილიონი გამოიმუშავა „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე?
მადრიდელებისათვის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა უკვე ტრადიციად იქცა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში კლუბმა ეს ეტაპი მხოლოდ ორჯერ (2018-19 და 2019-20 წლების სეზონებში) გამოტოვა. ხელმძღვანელობამ წლიურ ბიუჯეტში სატურნირო ბადის ამ ნაწილში გასვლა აუცილებელ პირობად კვლავ მონიშნა და დასახულ ამოცანას თავი მორიგ ჯერზე გაართვა.
ამიერიდან, ტურნირზე გადადგმული ყოველი მომდევნო ნაბიჯი კლუბის სალაროსთვის დამატებით მოგებას ნიშნავს.
რა თქმა უნდა, სპორტული მიღწევა პირდაპირპროპორციულია ეკონომიკურ სიმყარესთან. მხოლოდ ნაჩვენები შედეგებით, „რეალმა“ დაახლოებით 100 მილიონი ევრო უკვე გაინაღდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს უტოლდება.
2025-26 წლების სეზონში „რეალს“ უშუალოდ სათამაშო შედეგებით 63,1 მილიონი ევრო დაუგროვდა. აქედან 36,6 მილიონი ლიგის ფაზაში დაკავებულ მეცხრე ადგილს ეკუთვნის, 11 მილიონი — მერვედფინალს, ხოლო 12,5 მილიონი — მეოთხედფინალურ საგზურს. ამ ყველაფერს სტადიონიდან მიღებული თანხებიც დაემატა. ჩემპიონთა ლიგის თითოეულ საშინაო შეხვედრაზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, საშუალოდ, 10 მილიონს შეადგენს.
უეფა-ს განაწილების სისტემა, პრემიების გარდა, ბოლო ათწლეულის რეიტინგსა და ე.წ. „Market Pool“-ს (ქვეყნის სატელევიზიო ბაზრის წილი) ეყრდნობა. ეს უკანასკნელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი გუნდი წარმოადგენს ქვეყანას დასკვნით რაუნდებში — კლუბების სიმრავლე ინდივიდუალურ წილს პროპორციულად ამცირებს.
AS
- დღეს, 15:06
- 854
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



