ვინისიუსი „მისტერ ჩემპიონთა ლიგად“ ყალიბდება

არსებობს ვინისიუს ჟუნიორის ვერსია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ფაზაში ჩნდება.

„ეტიჰედ სტედიუმმა“ ეს ფენომენი ზეპირად იცის.  გასულ სამშაბათს მანჩესტერელები კიდევ ერთხელ დაეჯახნენ ამ დაუძლეველ ძალას. ეს არის იგივე ფეხბურთელი, რომელმაც 2024 წელს, ყოველ რაუნდში ტიტანური ძალისხმევით, გუნდს მეთხუთმეტე თასი მოაპოვებინა და „ოქროს ბურთთან“ ერთი ხელის გაწვდენის მანილძზე იუო. როდესაც საქმე ყველაზე მეტად ფასობს, ბრაზილიელი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე დომინანტურ ფიგურად გარდაიქმნება.

მადრიდელები მანჩესტერში თითქმის შესრულებული მისიით ჩავიდნენ: საერთო ანგარიშში კომფორტული 3:0-ით და ზედმეტი რისკის გარეშე, თუმცა ბრაზილიელს სხვა გეგმები ჰქონდა. მან შეტევის მთელი წინა ხაზი აითვისა და თავისი აქტიურობით „სიტის“ დაცვა მწყობრიდან გამოიყვანა. მართალია, რამდენიმე რეალური შანსი ვერ გამოიყენა, მაგრამ მუდმივი წნეხი გვარდიოლას გუნდისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა.

მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, „შვიდიანი“ მოედანზე მაინც ყველაზე პროდუქტიული გამოდგა. სწორედ მან აიძულა მეტოქე შეცდომა დაეშვა, პენალტი მოიპოვა და თავადვე ცივსისხლიანად გამოიყენა. ეს გახლდათ ერთგვარი რევანში დონარუმასთან პირველ მატჩში გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ. მოგვიანებით კი, მისი შედეგიანი დარყმით ანგარიში 1:2 გახდა, რამაც მასპინძელთა იმედები საბოლოოდ დაასამარა

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მნიშვნელოვან ფაზაში შედის და სამეფო კლუბს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს. წინ უმაღლესი დონის ურთულესი მეტოქეები არიან, ხოლო  მეთექვსმეტე ტიტული მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. ვინიმ ეს მარშრუტი კარგად იცის, რადგან ორჯერ სრულად აქვს გავლილი. საინტერესოა, რომ ბრაზილიელი სეზონის ამ ნაწილს ზუსტად იმავე სტატისტიკით ხვდება, როგორითაც 2023/24 წლებში: 26 საგოლე მოქმედება (მაშინ 18 გოლი და 8 პასი, ახლა კი — 15 გოლი და 11 ასისტი)

ვინისიუსისთვის როდრისთან მარცხი „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მტკივნეული აღმოჩნდა და ჭრილობების მოშუშებას დრო დასჭირდა. სეზონის სტარტი უფერული გამოდგა, ვინი შორს იყო საუკეთესო ფორმისგან, რის გამოც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. გარდატეხა მწვრთნელის პოსტზე არბელოას მოსვლამ მოიტანა: თავდამსხმელმა მოედანზე ღიმილი და ის თავდაჯერება დაიბრუნა, რომელიც მისი თამაშის მთავარი საყრდენია.

2026 წლის „ოქროს ბურთისა“ და პირადი რევანშის ბედი, სავარაუდოდ, ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატზე გადაწყდება. რაც შეეხება ლა ლიგას, აქ მადრიდელები მხოლოდ საკუთარ თავზე აღარ არიან დამოკიდებულნი. მისი მონაცემები ჩემპიონთა ლიგაზე ყოველგვარ ეჭვს მიღმაა: სადებიუტო მატჩიდან მოყოლებული (საუბარია საპლეიოფო სტადიაზე), მას ყველაზე მეტი შეხვედრა (38), ასისტი (13) და საგოლე მონაწილეობა (57) დაუგროვდა. ასევე, ლიდერია დრიბლინგებში (168), მოგებულ ორთაბრძოლებსა (246) და მასზე აღებულ ჯარიმებშიც (85)

„სიტისთან“ მატჩში სამხრეთ ამერიკელი ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც 80-მატჩიან ნიშნულს მიაღწია. 25 წლის ასაკში მან ევროტურნირებზე გატანილი გოლებით თავად ალფრედო დი სტეფანოსაც გადაასწრო და „რეალის“ საუკეთესო ხუთეულში შევიდა, მაგრამ მის იდილიას ჩ/ლიგასთან ყველაზე უკეთ ერთი ფაქტი აღწერს: ჩატარებული 19 პლეი-ოფის სერიიდან, მხოლოდ ორჯერ (2021-ში „ჩელსისთან“ და შარშან „ატლეტიკოსთან“) დატოვა მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშე.


MARCA


ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (198)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)