პიტარჩის ისტორიული ნახტომი

ტიაგო პიტარჩი ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პროგრესის ავტორი გახდა.

ავტორიტეტული პორტალის, Transfermarkt-ის მონაცემებით, ახალგაზრდა მოთამაშის საბაზრო ფასი 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ეს ციფრი მით უფრო გამაოგნებელია, თუ გავითვალისწინებთ ნახევარმცველის მცირე გამოცდილებას დიდ ფეხბურთში. მადრიდის „რეალის“ პირველ გუნდში სულ რაღაც შვიდი მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა მისი გავლენა თამაშზე მყისიერი აღმოჩნდა.

აკადემიის აღზრდილის ასეთმა ფურორმა ყურადღება არა მხოლოდ სამეფო კლუბში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც მიიპყრო. ჩემპიონთა ლიგაზე ტაიგოს გამოსვლამ, განსაკუთრებით კი „მანჩესტერ სიტისთან“ ძირითად შემადგენლობაში ჩატარებულმა შეხვედრამ, აჩვენა ასაკისთვის შეუფერებელი სიმწიფე, რამაც გულშემატკივრებსა და საფეხბურთო ექსპერტებში დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია.

პიტარშის ფასის ევოლუცია კიდევ უფრო თვალსაჩინოა, თუ მის დინამიკას დავაკვირდებით: ოქტომბერში საწყისი ფასი მხოლოდ 3 მილიონს შეადგენდა. სულ რამდენიმე თვეში, მთავარ გუნდში გამოჩენის შემდეგ, ეს მაჩვენებელი თითქმის შვიდჯერ გაიზარდა, რაც პირდაპირ ასახავს მოთამაშის სათამაშო კლასსა და უდიდეს პოტენციალს.

მე-17 ადგილი მადრიდში და 62-ე ლა ლიგაში

ტიაგოს აღზევება იმდენად მასშტაბურია, რომ მან გუნდის შიდა რეიტინგში უკვე მე-17 პოზიციაზე გადაინაცვლა. შეფასების მიხედვით, უკან ჩამოიტოვა ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ალაბა, კარვახალი, მენდი, ლუნინი, კურტუა, სებალიოსი, რუდიგერი და ფრან გარსია.

გარდა ამისა, იგი „კასტილიას“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული წევრი გახდა. პიტარჩიმ გააუმჯობესა ხესეს რეკორდი, რომლის ფასი დებიუტისას 12 მილიონს აღწევდა. შედარებისთვის, მორატას მაქსიმუმი 9.5 მილიონი იყო, ხოლო ნიკო პასისა და მიგელ გუტიერესის მაჩვენებლები 10 მილიონ ევროს არ გასცილებია.

მისი გავლენა ესპანეთის ჩემპიონატზეც გავრცელდა: ლა ლიგის მასშტაბით პიტარში 62-ე ადგილს იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ პრიმერა დივიზიონში მხოლოდ სამი შეხვედრას მოითვლის.

ციფრებს მიღმა რჩება საერთო განცდა - ტიაგო პიტარშისთვის ზღვარი არ არსებობს. მისი გამოჩენა გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს მადრიდის „რეალის“ აკადემიის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ტალანტთან.


AS


1

12 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 237

ზ ნიჭიერია ხო? მეცინება მართლა რაის ნიჭიერი მაქსიმულ ლევანტეს დონის არის


2

11 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 335
12 hours above, bururjika madrid says:

ზ ნიჭიერია ხო? მეცინება მართლა რაის ნიჭიერი მაქსიმულ ლევანტეს დონის არის

ეგ რო მე დამეწერა ბოღმალონიდან ხარო მეტყოდნენ :)))

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

3

5 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 304

რა დროს ამის ცაში აყვანაა - ეხლა დაიწყო თამაში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (198)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)