„უეფას“ ახალგაზრდული ლიგა - „რეალი“ ნახევარფინალშია!
„უეფას“ ახალაგზრდულ ჩ/ლიგაზე მადრიდის „რეალმა“ ლისაბონური ბარიერი დაძლია.
სამეფო კლუბმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში „პორტინგთან,“ ჯერ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, ხოლო შემდეგ თამაში შემოატრიალა. გოლები ორტეგასა და მარტინესის ანგარიშებზეა. ორივე შემთხვევაში ასისტენტად კარლო დიესი მოგვევლინა.
„ბლანკოსმა“ ეს ეტაპი 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაძლია - ბოლოს მადრიდელებმა ოთხთა ფინალში 2020 წელს, რაულის ხელმძღვანელობით იასპარეზეს და ტიტულიც მოიპოვეს. ნახევარფინალში „რეალის“ მეტოქე „პსჟ“ იქნება.
ცივი შხაპი პირველ ტაიმში
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეხვედრა მადრიდელებისთვის მეტად რთული გამოდგა. პორტუგალიელთა ტაქტიკამ საწყის ეტაპზე იდეალურად იმუშავა: მათ გაუძლეს მასპინძელთა ზეწოლას და შესვენებაზე უპირატესობით გავიდნენ. მანამდე კი, ალვარო ლოპესის გუნდს ანგარიშის გახსნის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა.
ნახევარი საათის თავზე, რობერტო მარტინმა საჯარიმოში ეფექტური დრიბლინგის შემდეგ არაზუსტად დაარტყა. მალევე, ლესკანოს ძლიერი დარტყმა სტუმართა მეკარემ რთულ ნახტომში მოიგერია. თუმცა, ანგარიში „სპორტინგმა“ გახსნა - მარიო რივასისა და ვოლოშინის შეუთანხმებელი მოქმედების შემდეგ, გონსალვესმა შეცდომით ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და გოლიც შეაგდო. ტაიმის მიწურულს გაშვებული ბურთი ადგილობრივებისთვის ნამდვილ ცივ შხაპად იქცა.
მადრიდული „რემონტადა“
მეორე ტაიმის დასაწყისშივე ცირიას ძლიერი დარტყმა ძელს მოხვდა, რაც „რეალის“ მწვავე შეტევების დასაწყისი გახდა. წონასწორობა მალევე აღდგა: კარლოს დიესის ზუსტი გადაცემით იაკობო ორტეგამ ისარგებლა და მახვილი კუთხიდან გაიტანა.
ამ გოლის შემდეგ თამაში აბსოლუტურად გაიხსნა. პორტუგალიელებიც არ აპირებდნენ დანებებას - დანიელ კოსტას სახიფათო დარტყმული ვოლოშინმა ფეხით მოიგერია, 59-ე წუთზე კი სილვას თავური დარტყმის შემდეგ ბურთი კვლავ ხარიხას მოხვდა და პირდაპირ კარის ხაზზე გაგორდა.
გადამწყვეტი სიტყვა მაინც მადრიდელებმა თქვეს: კაპიტანმა კიდევ ერთი დიდებული პასით მეტოქის დაცვა გაჭრა, ბურთი მოძრაობაში მყოფმა რობერტო მარტინმა მიიღო და საჯარიმოს მისადგომებიდან „ცხრიანში“ ზუსტად მოათავსა. რობერტო კიდევ ერთხელ იქცა საკვანძო ფიგურად - ისევე, როგორც „კასტილიას“ ბოლო მატჩში. მართალია, „სპორტინგი“ ბოლო წუთამდე ცდილობდა გადარჩენას, მაგრამ მადრიდელებმა დაცვაში ორგანიზებულად ითამაშეს და გამარჯვება შეინარჩუნეს
რეალი (1-4-3-3): ილია ვოლოშინი; ფორტეა, მარიო რივასი (46’ ლიბერტო), დიეგო აგუადო (68’ არიელი), ლესკანო; რობერტო მარტინი (68’ დიეგო მარტინესი „ბეტო“), სესტერო, კარლოს დიესი © (79’ ვიეგა); იანიესი, იაკობო ორტეგა (85’ არნუ) და ალექს ცირია. მწვრთნელი: ალვარო ლოპესი.
სპორტინგი (1-5-4-1): გუვეია; რაიან მომადე, დანიელ კოსტა, ლუკას დომინგესი (15’ რაფაელ კამაჩო; 74’ მიგელ ალმეიდა), რაფა მოტა, ალფონსო ლი (74’ ლეონარდო ვარელა); გონსალვესი, მენდესი (56’ ტომას დუარტე), ფელიჩისიმო ©, ბადფილი; გაბრიელ სილვა (76’ სანდრო ფერეირა). მწვრთნელი:ჟოაო ჟიაო.
გოლები: 0:1 (43’) გონსალვესი; 1:1 (51’) იაკობო ორტეგა; 2:1 (63’) რობერტო მარტინი.
- გუშინ, 10:34
- 233
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



