შემდეგი გაჩერება - „ატლეტიკო“, გადამწყვეტი მატჩი!

ლა ლიგის მიმდინარე სეზონი კულმინაციას აღწევს. 22 მარტს, სანტიაგო ბერნაბეუზე გასამართ მადრიდულ დერბის მხოლოდ პრინციპული დაპირისპირების სტატუსი აღარ აქვს. ეს არის მატჩი, რომელიც სამეფო კლუბისთვის ჩემპიონობის ბოლო შანსს უდრის. მათემატიკა მარტივია, თუ არბელოას გუნდი სამ ქულას ვერ მოიპოვებს, ტიტულისთვის ბრძოლა ფაქტობრივად დასრულებულად გამოცხადდება.

მანჩესტერ „სიტისთან“ გამართულმა მძიმე და ემოციურმა ბრძოლამ გუნდს უდიდესი ენერგია წაართვა. ფიზიკური დაღლილობის ფონზე, არბელოას მთავარი გამოწვევა ფეხბურთელების სწორი აღდგენა და მათი მენტალური მობილიზებაა. „ატლეტიკო“ ყოველთვის ის გუნდია, რომელიც მეტოქისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს, სიმეონე კი, როგორც ყოველთვის, შეეცდება „რეალისთვის“ ყოველი სანტიმეტრი ჯოჯოხეთად აქციოს და მტკივნეული დარტყმა მიაყენოს საჩემპიონო ამბიციებს.

დიეგო სიმეონესთვის მადრიდული დერბი ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციაა, თუმცა ამჯერად მას კიდევ ერთი აქვს შანსი, საბოლოოდ გამოთიშოს „რეალი“ საჩემპიონო რბოლიდან. მოსალოდნელია, რომ „ატლეტიკო“ ტრადიციულ, კომპაქტურ და აგრესიულ დაცვაზე დაფუძნებულ ფეხბურთს ითამაშებს. ჩოლო შეეცდება, მაქსიმალურად შეამციროს სივრცეები ხაზებს შორის და აიძულოს „ბლანკოსის“ ნახევარმცველები, მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რაც კონტრშეტევების საუკეთესო საფუძველი გახდება.

ალვარო არბელოასთვის ეს მატჩი კიდევ ერთი ტესტია მისი სამწვრთნელო სიმწიფის დასამტკიცებლად. „სიტისთან“ მატჩის შემდეგ, სადაც გუნდმა უდიდესი ფიზიკური რესურსი დახარჯა, მწვრთნელს მოუწევს როტაციასა და სტაბილურობას შორის ბალანსის პოვნა. ტაქტიკურად, არბელოამ აქცენტი უნდა გააკეთოს ფლანგების აქტიურ გამოყენებაზე, რათა „როხიბლანკოს“ მჭიდრო ცენტრი გაწელოს და მბაპესა თუ ვინისიუსისთვის სამოქმედო სივრცეები შექმნას. ნებისმიერი ტაქტიკური შეცდომა ამ დონეზე შეიძლება ტიტულის ფასად დაჯდეს.

ლა ლიგის სატურნირო ცხრილი შეცდომის უფლებას აღარ ტოვებს. თუ აქამდე „რეალს“ ჰქონდა გარკვეული რეზერვი, ახლა ყოველი დაკარგული ქულა ფატალურია. ეს დერბი აღარ არის მხოლოდ პრესტიჟის საკითხი, ეს არის გადარჩენის ინსტიქტის გამოვლენა. გამარჯვება გუნდს საჩემპიონო რბოლაში დატოვებს და მენტალურ უპირატესობას მისცემს ფინიშის სწორზე, ხოლო ნებისმიერი სხვა შედეგი სეზონის ამბიციებს წერტილს დაუსვამს.

არბელოას კიდევ ერთი დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ტაქტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება ბალანსის პოვნა აგრესიულ პრესინგსა და დაცვის ხაზის უსაფრთხოებას შორის.

ამ კონტექსტში, კილიან მბაპეს დაბრუნება გადამწყვეტია. ფრანგი თავდამსხმელის სისწრაფე და ინდივიდუალური ოსტატობა „ატლეტიკოს“ ჩაკეტილი დაცვის გახსნის მთავარი გასაღები უნდა გახდეს. მისი ყოფნა მოედანზე მეტოქეს აიძულებს, უკანა ხაზზე მეტი ყურადღება გადაიტანოს, რაც სივრცეებს სხვა შემტევებსაც გაუთავისუფლებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ფედერიკო ვალვერდე, რომელიც ამჟამად კარიერის პიკშია. ურუგვაელი ნახევარმცველის როლი ამ დერბიში ფუნდამენტური იქნება. ვალვერდე არის ის ძალა, რომელმაც „სიტისთან“ თამაშის შემდეგ შუა ხაზში დინამიკა უნდა შეინარჩუნოს.  მისი უნარი, სწრაფად გადაიტანოს ბურთი დაცვიდან შეტევაში, სიმეონეს გუნდისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. საჯარიმოს გარედან შესრულებული მისი გასროლები ხშირად ხდება გარდამტეხი მომენტი მაშინ, როდესაც მეტოქე ყრუ დაცვაში დგება.
ფედე დღეს არამხოლოდ შემსრულებელი, არამედ გუნდის ნამდვილი ლიდერია მოედანზე, რომლის ფორმაზეც დიდწილად იქნება დამოკიდებული შუა ხაზში დომინირება.

1

18 მარტი 2026 16:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 883

ეგ არის უეჭველი მოსაგები თამაში, მანდ თუ დავკარგეთ მაშინ რავი, მართლა სადღა უნდა დავუქაჩოთ ბარსას.

2

18 მარტი 2026 16:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 334

რა რესურსი დახარჯეს მეორე თამაშში? მთელი მეორე ტაიმი და სეირნობდნენ, თანაც საკმაოდ დიდი დრო აქვთ დასასვენებლად და აუცილებლად მოსაგები თამაშია

3

18 მარტი 2026 16:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 227

LUNINI TU IDGA KI GAMOVA CALKARA

4

18 მარტი 2026 16:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 757

მბაპეს შემოსვლის შემდეგ პრესინგი რო შეწყდა და არ დარბოდა დაამუღამეთ თუ მე მომეჩვენა? დაგვღუპავს ბიძია ეგეთი მიდგომა,ზოგადად კი მგონია რო ძირითადის სასტავი რო ყოფილიყო ამ ორ თამაშში ასეთ შედეგს ვერ დავაფიქსირებდით

5

18 მარტი 2026 17:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 227
18 მარტი 2026 16:53, Erik Lamela says:

მბაპეს შემოსვლის შემდეგ პრესინგი რო შეწყდა და არ დარბოდა დაამუღამეთ თუ მე მომეჩვენა? დაგვღუპავს ბიძია ეგეთი მიდგომა,ზოგადად კი მგონია რო ძირითადის სასტავი რო ყოფილიყო ამ ორ თამაშში ასეთ შედეგს ვერ დავაფიქსირებდით

ME MAGALITAD BEVRAD MIRCHEVNIA REALI MBAPES GARESHE

6

18 მარტი 2026 17:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 282

მბაპემ ტრა.კი თუ არ გაანძრია და პრესინგზე არ ირბინა, ვერაფერს ვერ მოვიგებთ. ვინ მიგდია რო სეირნობს მთელი თამაში

მაგის სეირნობას ისევ ბრაჰიმი ან გონსალო მირჩევნია შეტევაში, გუნდი მოძრაობს და დარბის მაინც. 

7

18 მარტი 2026 21:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 077

გააფარჩაკებენ ჩოლოს გუნდს.))))

8

18 მარტი 2026 21:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 144

Dacvashi baierntan imedia gveyoleba militao da mendi, torem shetevashi sakmarisad kargi resursia golebis gasatanad

9

18 მარტი 2026 22:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 362

ნუ შეეც..თ ამ მბაპეს რა , რამდენი ხანი არ უთამაშია შეგახსენოთ ? ... 2-3 თამაში 90 წუთი მაინც დაჭირდება რომ აკრიფოს ფორმა.

10

18 მარტი 2026 22:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 72

მაგარი ცირკი გუნდი კია ბარსა დღეს :დდ რეებს აკეთებენ 

11

18 მარტი 2026 22:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 362

გალათასარაი ვერ გავა დღეს რას ფიქრობთ ?

12

18 მარტი 2026 22:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 144
18 მარტი 2026 22:16, I AM MADRID says:

გალათასარაი ვერ გავა დღეს რას ფიქრობთ ?

Dzalian mcire shansi aqvt

13

18 მარტი 2026 22:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 096

მაგარი ცირკია :დდ რაფინიამ როგორ გააფორმა ჯერ მერე ყველაზე მაგარი კაიფი ისაა რაფინიამ მაგ ხელით მოიშორა მცველი ანუ ეგ ხელი ჩაუდო წინიდან და სიჩქარე მაგით შეუზღუდა მაგით აჯობა ბურთზე გაქცევა და ამან ხელზე მოკიდა თან არანაირი ისეთი დაჭერა არ ყოფილა რომ ხელი ისე შეეშალა რომ პენალტი დადებულიყო რაფიკა კიდე გადახტა თითქოს ესროლეს :დდდ მაგარი ცირკია

14

18 მარტი 2026 22:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 756

კარგით რა ეს რომ პენალტია რად უნდა მაგას ლაპარაკი

სულ ობიექტური უნდა იყო ადამიანი

15

18 მარტი 2026 22:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 096

მე ყოველთვის ობიექტურად ვაფასებ ხოლმე გინდა ბარასას მომენტებს გინდა ნებისმიერი სხვის მაგრამ აქ აშკარად არ იყო ისეთი დარღვევა რომ პენალტი დადებულიყო მითუმეტეს მომენტი მგონი სრულად უნდა შეაფასონ და ამ შემთხვევაში ზემოთაც დავწერე ეგ ხელი თვითონ რამინიამ გამოიყენა ტრიპიერის შესაჩერებლად და შესაზღუდად რაც გამოუვიდა კიდეც და 1 ნაბიჯით გაასწრო კიდეც 

16

18 მარტი 2026 22:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 67
18 მარტი 2026 22:41, kroos toni says:

მაგარი ცირკია :დდ რაფინიამ როგორ გააფორმა ჯერ მერე ყველაზე მაგარი კაიფი ისაა რაფინიამ მაგ ხელით მოიშორა მცველი ანუ ეგ ხელი ჩაუდო წინიდან და სიჩქარე მაგით შეუზღუდა მაგით აჯობა ბურთზე გაქცევა და ამან ხელზე მოკიდა თან არანაირი ისეთი დაჭერა არ ყოფილა რომ ხელი ისე შეეშალა რომ პენალტი დადებულიყო რაფიკა კიდე გადახტა თითქოს ესროლეს :დდდ მაგარი ცირკია

ბარსელონას ფანებს დავცნინით და ეს დედანაქაჩი ბიჭო რეალის ფანივარ მაგრამ ესრო პენალტია მაგას ლაპარაკი რათ უნდა? ბურთზე მიდის და მოქაჩა და მანდამაინც წიხლით უნდა შეფრენილიყო?:დდდ აქ ვინც პენალტი ვერ დაინახეთ რავიცი საღოლ ძმაო ჩვენ რო გვქონოდა იგივე მომენტი მაშინ ხო იქნებოდა ასიანი პენალტი?

17

18 მარტი 2026 22:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 6 086

50-50 ზე იყო ჩემთვის დალშე მსაჯმა რადგან დადო ესეიგი იყო პენალი 

18

18 მარტი 2026 22:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 67

მე ასეთ მომენტებზე ზუსტად წითელიც მინახავს უამრავჯერ

19

18 მარტი 2026 22:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 096
18 მარტი 2026 22:47, vkatsii says:
18 მარტი 2026 22:41, kroos toni says:

მაგარი ცირკია :დდ რაფინიამ როგორ გააფორმა ჯერ მერე ყველაზე მაგარი კაიფი ისაა რაფინიამ მაგ ხელით მოიშორა მცველი ანუ ეგ ხელი ჩაუდო წინიდან და სიჩქარე მაგით შეუზღუდა მაგით აჯობა ბურთზე გაქცევა და ამან ხელზე მოკიდა თან არანაირი ისეთი დაჭერა არ ყოფილა რომ ხელი ისე შეეშალა რომ პენალტი დადებულიყო რაფიკა კიდე გადახტა თითქოს ესროლეს :დდდ მაგარი ცირკია

ბარსელონას ფანებს დავცნინით და ეს დედანაქაჩი ბიჭო რეალის ფანივარ მაგრამ ესრო პენალტია მაგას ლაპარაკი რათ უნდა? ბურთზე მიდის და მოქაჩა და მანდამაინც წიხლით უნდა შეფრენილიყო?:დდდ აქ ვინც პენალტი ვერ დაინახეთ რავიცი საღოლ ძმაო ჩვენ რო გვქონოდა იგივე მომენტი მაშინ ხო იქნებოდა ასიანი პენალტი?

ბევრად უარეს მომენტებზე არ ინიშნება ხოლმე პენალტი საკმარისი შეხება და დარღვევა არ ყოფილაო მაგით პრავდება ძმაკაც უამრავი მომენტი არის მასეთი

20

18 მარტი 2026 23:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 756
18 მარტი 2026 22:45, kroos toni says:

მე ყოველთვის ობიექტურად ვაფასებ ხოლმე გინდა ბარასას მომენტებს გინდა ნებისმიერი სხვის მაგრამ აქ აშკარად არ იყო ისეთი დარღვევა რომ პენალტი დადებულიყო მითუმეტეს მომენტი მგონი სრულად უნდა შეაფასონ და ამ შემთხვევაში ზემოთაც დავწერე ეგ ხელი თვითონ რამინიამ გამოიყენა ტრიპიერის შესაჩერებლად და შესაზღუდად რაც გამოუვიდა კიდეც და 1 ნაბიჯით გაასწრო კიდეც 

აშკარად სუბიექტურად ხედავ ძმაო რავიცი

21

18 მარტი 2026 23:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 67
18 მარტი 2026 22:54, kroos toni says:

კაი რა თუ ჩემი ძმა ხარ ახლა წარმოიდგინე ჩვენ გვქონოდა იგივე მომენტი მაშინ რას იტყოდი?:დდ პენალტი კიარა ძმა წითელიც რო მიეცა ვერავინ ვერაფერა ეტყოდა

22

18 მარტი 2026 23:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 6 086

მესამე გოლმა გატეხა ნიუკასლი დამსახურებულად გავიდა ბარსა

23

18 მარტი 2026 23:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 362

ნიუკასლი ინგლისში ჩარჩა უკვე იმ 1-1 ით , აქ რომ შანსი არ ექნებოდა მაგას რად უნდა ბევრი მკითხაობა . 

პენალტი იყო და მორჩა , არაა საკამათო !!

24

18 მარტი 2026 23:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 096
18 მარტი 2026 23:03, vkatsii says:
18 მარტი 2026 22:54, kroos toni says:
18 მარტი 2026 22:47, vkatsii says:
18 მარტი 2026 22:41, kroos toni says:

მაგარი ცირკია :დდ რაფინიამ როგორ გააფორმა ჯერ მერე ყველაზე მაგარი კაიფი ისაა რაფინიამ მაგ ხელით მოიშორა მცველი ანუ ეგ ხელი ჩაუდო წინიდან და სიჩქარე მაგით შეუზღუდა მაგით აჯობა ბურთზე გაქცევა და ამან ხელზე მოკიდა თან არანაირი ისეთი დაჭერა არ ყოფილა რომ ხელი ისე შეეშალა რომ პენალტი დადებულიყო რაფიკა კიდე გადახტა თითქოს ესროლეს :დდდ მაგარი ცირკია

ბარსელონას ფანებს დავცნინით და ეს დედანაქაჩი ბიჭო რეალის ფანივარ მაგრამ ესრო პენალტია მაგას ლაპარაკი რათ უნდა? ბურთზე მიდის და მოქაჩა და მანდამაინც წიხლით უნდა შეფრენილიყო?:დდდ აქ ვინც პენალტი ვერ დაინახეთ რავიცი საღოლ ძმაო ჩვენ რო გვქონოდა იგივე მომენტი მაშინ ხო იქნებოდა ასიანი პენალტი?

ბევრად უარეს მომენტებზე არ ინიშნება ხოლმე პენალტი საკმარისი შეხება და დარღვევა არ ყოფილაო მაგით პრავდება ძმაკაც უამრავი მომენტი არის მასეთი

კაი რა თუ ჩემი ძმა ხარ ახლა წარმოიდგინე ჩვენ გვქონოდა იგივე მომენტი მაშინ რას იტყოდი?:დდ პენალტი კიარა ძმა წითელიც რო მიეცა ვერავინ ვერაფერა ეტყოდა

ძმობილო ვინმე ახალბედა ხომ არ გგონივარ :დდ 20 წელზე მეტია ფეხბურთს ვუყურებ და როცა რეალს არასწორად უნიშნავენ ან უდგებიან ყოველთვის ვაფიქსირებ მაგას :დ არ გეგონო ისეთი რომ რომელიმე გუნდის მიმართ სუბიექტური ვარ პირიქით მე ფეხბურთი მიყვარს და არ მომწონს რაც ხდება ამ პენალტების მხრივ თუნდაც ბევრ ისეთ მომენტს გავიხსენებ რომელიც ამაზე უარესები ყოფილა მაგრამ არ დაუდიათ მე ის დავაფიქსირე რომ ეგ ხელი რაფინიამ გამოიყენა მის შესაჩერებლად

რაც შეეხება თამაშს აგერ 10 წუთში დაუმთავრეს და 1 ინგლისური გუნდიღა დარჩება თუ გალამაც ბოლომდე მიიყვანა დღეს საქმე :დდ

18 მარტი 2026 23:02, KingLeo10m says:
18 მარტი 2026 22:45, kroos toni says:

მე ყოველთვის ობიექტურად ვაფასებ ხოლმე გინდა ბარასას მომენტებს გინდა ნებისმიერი სხვის მაგრამ აქ აშკარად არ იყო ისეთი დარღვევა რომ პენალტი დადებულიყო მითუმეტეს მომენტი მგონი სრულად უნდა შეაფასონ და ამ შემთხვევაში ზემოთაც დავწერე ეგ ხელი თვითონ რამინიამ გამოიყენა ტრიპიერის შესაჩერებლად და შესაზღუდად რაც გამოუვიდა კიდეც და 1 ნაბიჯით გაასწრო კიდეც 

აშკარად სუბიექტურად ხედავ ძმაო რავიცი

კარგი მეგობარო

25

18 მარტი 2026 23:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 376
18 მარტი 2026 23:12, kroos toni says:
ძმობილო ვინმე ახალბედა ხომ არ გგონივარ :დდ 20 წელზე მეტია ფეხბურთს ვუყურებ და როცა რეალს არასწორად უნიშნავენ ან უდგებიან ყოველთვის ვაფიქსირებ მაგას :დ არ გეგონო ისეთი რომ რომელიმე გუნდის მიმართ სუბიექტური ვარ პირიქით მე ფეხბურთი მიყვარს და არ მომწონს რაც ხდება ამ პენალტების მხრივ თუნდაც ბევრ ისეთ მომენტს გავიხსენებ რომელიც ამაზე უარესები ყოფილა მაგრამ არ დაუდიათ მე ის დავაფიქსირე რომ ეგ ხელი რაფინიამ გამოიყენა მის შესაჩერებლად

იმაში გეთანხმები რომ ბევრი ისეთი მომენტი გაუტარებიათ მსაჯებსბეს მოგონებაა მაგრამ აქ რო პენალტია მაგაზე დავაბროგორ შეიაძლება?

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

26

18 მარტი 2026 23:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 67

იამალმა პირველი თამაშის მერე ნიუკასლის ტემპს რთულია აყვეო და დაასამარეს:დდდ

27

18 მარტი 2026 23:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 063

რა მეორე ტაიმი ითამაშეს რა იყო ესს? გადაახიეს ბურთი თავზე. 

28

18 მარტი 2026 23:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 376
18 მარტი 2026 23:38, murtoreali777 says:

რა მეორე ტაიმი ითამაშეს რა იყო ესს? გადაახიეს ბურთი თავზე. 

ფლიკს რო დაცვა ყავდეს მონსტრი გუნდი ეყოლება.საკვირველი ისაა შესვენებაზე რას ეუბნება ფლიკი ფეხბურთელებს

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

29

18 მარტი 2026 23:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 216

2-2 იყო რომ შევხედე თამაშს და 7-2 საღოლ... გადაუხევიათ ბურთი თავზე... 

-----------------------
Hala Madrid! White heart!

30

19 მარტი 2026 00:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 063

რა ჩეხაობა მიდის ლივერპულში. პირველ 20 წუთში 5 ჯერ შევიდნენ ექიმები მოედანზე

ამოტენიან გალათასარაის ასე თუ გააგრძელეს

სალაჰმა ახალი პანენკა მოიგონაა :))) 

31

19 მარტი 2026 00:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 362

სალაჰი და ბრაჰიმა ძმაკაცები ყოფილან : ))

32

19 მარტი 2026 00:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 063
19 მარტი 2026 00:52, I AM MADRID says:

სალაჰი და ბრაჰიმა ძმაკაცები ყოფილან : ))

ბრაჰიმის უარესი იყო. აქ მეკარე გადახტა მაინც და ფეხი დატოვა. იქ კიდე მეკარე არც განძრეულა ისე მისცა ხელებში

33

19 მარტი 2026 01:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 362
19 მარტი 2026 00:55, murtoreali777 says:
19 მარტი 2026 00:52, I AM MADRID says:

სალაჰი და ბრაჰიმა ძმაკაცები ყოფილან : ))

ბრაჰიმის უარესი იყო. აქ მეკარე გადახტა მაინც და ფეხი დატოვა. იქ კიდე მეკარე არც განძრეულა ისე მისცა ხელებში

რა არ მესმის , პანენკა დაბალი რატომ უნდა დაარტყა , 10 დან 9 შემთხვევაში განწირული ხარ , ან ისტორია არ იციან ან ვიდეოები არ უნახავთ ... აწიე რა ცოტა მაღლა ეგ დედანატირები

34

19 მარტი 2026 01:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 063

ხო ვთქვი ამოტენიანთქო. 3 წუთში 3 გოლი 

35

19 მარტი 2026 01:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 365
18 მარტი 2026 22:22, Vinicius jr. says:
18 მარტი 2026 22:16, I AM MADRID says:

გალათასარაი ვერ გავა დღეს რას ფიქრობთ ?

Dzalian mcire shansi aqvt

მცირე კი არა 0 -ია მაგათი შანსი.

36

19 მარტი 2026 01:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 362

3 ქართველი ლიგის 1/4 ფინალში.  პირველად ისტორიაში!!!

37

19 მარტი 2026 12:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 227
  1. იმედია არავინ გაიტრამვება ატლესთან

38

20 მარტი 2026 15:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 216
18 მარტი 2026 16:47, Judjud says:

რა რესურსი დახარჯეს მეორე თამაშში? მთელი მეორე ტაიმი და სეირნობდნენ, თანაც საკმაოდ დიდი დრო აქვთ დასასვენებლად და აუცილებლად მოსაგები თამაშია

სერიოზულად თუ მიუდგნენ არაა დაუძლეველი ბარიერი

-----------------------
Hala Madrid! White heart!

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 24
2 მურიქი 21
3 ბუდიმირი 16
4 იამალი 15

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2026 (17)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)