არბელოა:„ერთიანობით დიდ გამარჯვებებამდე მივალთ“

ალვარო არბელოამ მანჩესტერ „სიტისთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ფეხბურთელებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს და ეს გამარჯვება სწორედ მათ ეძღვნებათ. დღეს აქ ასეთი გამარჯვების მოპოვება, ამ უაღრესად რთულ ორრაუნდიან დუელში, იოლი ნამდვილად არ იყო. ვეთამაშებოდით გუნდს, რომელსაც უამრავი ნიჭიერი მოთამაშე, საკმაოდ ღრმა  განაცხადი და ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავს. ცოტა თუ იტყოდა, რომ ორივე მატჩს მოვიგებდით. ასე რომ, ეს გამარჯვება ფეხბურთელების დამსახურებაა, მათ ეს დაიმსახურეს იმ შრომითა და ენერგიით, რასაც ყოველდღიურად დებენ“.

„არ ვფიქრობ, რომ ამ ორ თვეში რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე.  უბრალოდ ვმუშაობ და ვცდილობ, ჩემი ფეხბურთელებისგან მაქსიმალური შედეგი მივიღო. მინდა, მოედანზე თავი კომფორტულად იგრძნონ, ყველას თავისი ადგილი ვუპოვო და ჩამოვაყალიბო დაბალანსებული, შეკრული გუნდი, სადაც თითოეული წევრი საერთო მიზნისთვის იხარჯება.“

„ერთიანობა ყოველთვის არის წარმატების გასაღები და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელით.“

„მთავარი ის არის, რომ გუნდის ინდივიდუალური ოსტატობა, მაქსიმალურად შევუსაბამოთ კოლექტიურ სულისკვეთებას. ნიჭი გუნდში ნამდვილად არსებობს, მაგრამ ყველაფერი სწორი მიმართვა სჭირდება.“

„ჩემპიონთა ლიგა მადრიდის „რეალისთვის“ განსაკუთრებული ტურნირია. ჩვენ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდით. შემდეგ დიდი ალბათობით  იქნება „ბაიერნი“, შესაძლოა, მოგვიანებით „პსჟ“. თუ გამარჯვება გვსურს, ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს და ექვსი დღის წინ. ამ ორ მატჩში იღბალიც ჩვენს მხარეს იყო, თუმცა ორივე გამარჯვება დავიმსახურეთ. ჯამური ანგარიში  5:1  ყველაფერზე მეტყველებს. წინ უნდა ვიაროთ, სადაც, სავარაუდოდ, „ბაიერნი“ გველოდება“.

„არ მივიჩნევ, რომ გვარდიოლას ტაქტიკურად ვაჯობე. თავს ვერ მივცემ უფლებას ვთქვა, რომ შემიძლია ისეთ მწვრთნელს ვაჯობო, როგორიც გვარდიოლაა. მას ელიტაში თითქმის 1000 მატჩი აქვს ჩატარებული და უამრავი ტიტული მოგებული. ესპანელი სპეციალისტი ევროპის საუკეთესო გუნდებს წვრთნიდა. თუ ეს დუელი მოვიგეთ, ეს ისევ და ისევ ფეხბურთელების დამსახურებაა. როგორც მწვრთნელი, მეტოქეს ყოველთვის აანალიზებ, რათა დაინახო, სად შეიძლება მას ზიანი მიაყენო. თუმცა, როგორც ერთი კვირის წინ ვთქვი, როცა თამაშის გეგმას მოედანზე ზუსტად გადავიტანთ, ყველაფერი მარტივდება და ასეთი გამარჯვებებიც მოდის. იმედი მაქვს, ეს გამარჯვება გუნდურადაც გაგვაძლიერებს. როგორც მწვრთნელი, ბედნიერი ვარ არა საკუთარი თავის, არამედ ჩემი ფეხბურთელების გამო, ისინი იმსახურებენ აღიარებას იმ რთულ ვითარებაში გამოჩენილი ძალისხმევისთვის, რაც ამდენი ტრავმირებული მოთამაშის ფონზე გამოვიარეთ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ეს არის მადრიდის „რეალის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები“.

„ორი თვის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო, რომ მოურინიოს და გვარდიოლას 2-2-ჯერ დავამარცხებდი.“

„კურტუას გარკვეული დისკომფორტი ჰქონდა. მას გაგრძელება სურდა, თუმცა რისკზე წასვლა არ ღირდა, რადგან ოთხ დღეში მორიგი ფინალი გველოდება,უმნიშვნელოვანესი და უაღრესად რთული დერბი.“

„ საბედნიეროდ, გვყავს ლუნინი, ეს არის მეკარე, რომელმაც მეორე ტაიმში საიმედოდ ითამაშა. მინდა მივულოცო, რადგან იოლი არ არის ყოველთვის ასეთ დონეზე თმაში, როცა შანსი იშვიათად გეძლევა.“

„ რაც შეეხება მბაპეს, მიხარია მისი მოედანზე ხილვა. ძალიან სწრაფი იყო. ვფიქრობ, იმ ეპიზოდში პენალტი უნდა დანიშნულიყო. მან კარგად დაიწყო, პოზიტიური განცდები აქვს და კვირას ვნახავთ, როგორ გამოვიყენებთ“.


ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (186)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)