ჩუამენი:„გუნდს კიდევ შეუძლია მომატება, ჩვენ ლიგა უნდა მოვიგოთ“
ორელიამ ჩუამენიმ „სიტისთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ვიცით, რომ აქ თამაში ყოველთვის რთულია. ყოველ სეზონში გვიწევს აქ ჩამოსვლა და კარგად მოგეხსენებათ, რომ მაღალი დონის გუნდს ვუპირისპირდებით. ვფიქრობ, შესანიშნავად ვიმუშავეთ და მათ წინააღმდეგ ორი გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს იოლი ნამდვილად არ არის, თუმცა ჩვენ ეს შევძელით. უნდა შევინარჩუნოთ თავდაჯერებულობა, გავაგრძელოთ შრომა და თუ საკუთარ მაქსიმუმს ვაჩვენებთ, ამ სეზონში დიდ წარმატებებს მივაღწევთ“
„სიმართლე ისაა, რომ ყველას თავისი მოსაზრება აქვს. როდესაც „მანჩესტერთან“ დაპირისპირების წინაშე დავდექით, ვთქვით, რომ როგორც გუნდმა, ჩვენს დონეზე უნდა ვითამაშოთ. წარმოუდგენელი კლასის ფეხბურთელები გვყავს და როცა ჩვენს შესაძლებლობებს ბოლომდე ვავლენთ, მსოფლიოს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. მუშაობა და გაუმჯობესება უნდა განვაგრძოთ, სეზონის ბოლოს კი ვნახავთ, რა მოხდება“.
„მწვრთნელს პირველივე დღიდან დიდი ნდობა აქვს. ის ჩვენ გვენდობა, ჩვენ კი მას. ეს მოედანზე თავდაჯერებულობის მოპოვებაში გვეხმარება. ნაბიჯ-ნაბიჯ ვხედავთ, რომ ვუმჯობესდებით და ასეც უნდა განვაგრძოთ“.
„ვიცით, რომ როცა აქ ვთამაშობთ, „სიტის“ ბევრი საგოლე მომენტი ექნება. რა თქმა უნდა, არის დეტალები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ, ამას გუნდთან ერთად ვიდეოანალიზისას განვიხილავთ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს მატჩი მოვიგეთ. ჩვენც ბევრი მომენტი შევქმენით და ასე უნდა განვაგრძოთ“.
„ვიცით, რომ ვინისიუსი ერთ-ერთი საუკეთესოა. როცა ის უმაღლეს დონეზე თამაშობს, მატჩების მოგება ბევრად გვიადვილდება. მთელმა გუნდმა ერთობლივად უნდა განვაგრძოთ გზა და ამ სეზონში დიდ წარმატებას მივაღწევთ.“
„სიმართლე უნდა ითქვას, ჩაბი ალონსო წარმოუდგენელი მწვრთნელია, თუმცა არბელოასაც თავისი იდეები აქვს. გარკვეული ასპექტები შეიცვალა, მაგრამ, როგორც გუნდს, როცა ჩვენს დონეზე ვთამაშობთ, ყველაფერი შეგვიძლია. ეს წარსულშიც გაგვიკეთებია და თუ ასე განვაგრძობთ, ამ სეზონშიც იგივეს ვაჩვენებთ.“
„მბაპეს დაბრუნება უმნიშვნელოვანესია, მისი ხარისხი, სისწრაფე და საშემსრულებლო ოსტატობა ყოველთვის ქმნის განსხვავებებს.“
„ამ სეზონში ვიბრძოლებთ როგორც ლა ლიგისთვის, ასევე ჩემპიონთა ლიგისთვის.“
„ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში იოლი მეტოქე არ არსებობს. თუ გვინდა ამ ტურნირის მოგება, უმაღლესი დონის გუნდების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში“.
„აფრიკის თასი? მოდით მივულოცოთ ბრაჰიმ დიასს.“
- დღეს, 12:20
- 202
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



