„სიტი“ VS „რეალი“ - მატჩის ტექნიკური დეტალები

„უეფას“ საკოორდინაციო შეხვედრაზე დღევანდელი მატჩის ყველა ლოგისტიკური საკითხი საბოლოოდ შეთანხმდა.

„სამეფო კლუბი“ მინდორზე მეორე ეკიპირებით გავა - არჩევანი მუქ ლურჯ მაისურებზე შეჩერდა და არა „ელექტრიკზე.“ მადრიდელთა კარის დარაჯი მწვანე ფორმას მოირგებს, მასპინძლები კი ტრადიციულ ცისფერ-თეთრ ფერებში წარსდგებიან. მანჩესტერელთა მეკარე სრულიად ვარდისფერში იქნება შემოსილი.

სტადიონისკენ ორივე მხარე 18:00 საათზე დაიძვრება. აღსანიშნავია, რომ „სიტის“ ავტობუსის გამოჩენას დიდ ევროპულ ღამეებში ფანების მიერ დანთებული მაშხალები ახლავს ხოლმე

მსაჯთა ბრიგადა ყვითელი და შავი ფერების კომბინაციას გამოიყენებს, რათა არბიტრები მოთამაშეებისგან მკვეთრად გამოირჩეოდნენ.

ტექნიკურ საკითხებს შორის საინტერესოა გაზონის მოვლის გეგმა: მინდორი ორჯერ მოირწყვება — უშუალოდ გახურების შემდეგ და შესვენებაზე. პეპ გვარდიოლას სურს, ბურთი მაქსიმალურად სწრაფად მოძრაობდეს, რაც „ბერნაბეუზე“ მიღებული პრაქტიკის გამო „რეალისთვის“ სიურპრიზი არ იქნება.

თუ გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია გახდა საჭირო, არბიტრი თავად გადაწყვეტს, რომელ კარში შესრულდება დარტყმები. ამ გადაწყვეტილების შეცვლის ერთადერთი საფუძველი შესაძლოა მხოლოდ უსაფრთხოების რისკები გახდეს.

მედია-გაშუქების მასშტაბები შთამბეჭდავია: სტადიონზე მოეწყობა 33 პოზიცია უფლების მქონე ტელევიზიებისთვის და 11 რადიოსადგურებისთვის. ტრიბუნებზე 153 აკრედიტებული ჟურნალისტი და 48 ფოტოგრაფი იმუშავებს, ინტერვიუებისთვის კი 14 სპეციალური ზონაა გამოყოფილი.

„ეტიჰადზე“ ანშლაგს ელიან - ტრიბუნებზე დაახლოებით 46,500 გულშემატკივარი შეიკრიბება, მათ შორის 1,200 მადრიდელი ქომაგი. ეს წვრილმანები იმ დიდი კულისების ნაწილია, რაც ხშირად 90 წუთზე ბევრად მეტს ნიშნავს.

MARCA


ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (173)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)