„მან.სიტი“ VS „რეალი“ - ბრძოლა მეოთხედფინალისათვის!

დღეს საღამოს მადრიდის „რეალი“  ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრას გამართავს. ეს დაპირისპირება უკვე თამამად შეიძლება მივიჩნიოთ თანამედროვეობის ახალ ევროპულ კლასიკად. სამეფო კლუბისა და „მანჩესტერ სიტის“ მეჩვიდმეტე პაექრობაში ამჯერად მეოთხედფინალის საგზური დევს სასწორზე.

დასახული მიზნის მისაღწევად, არბელოას შეგირდები ეცდებიან მაქსიმალურად გამოიყენონ ის სოლიდური უპირატესობა, რომელიც გასულ კვირას „ბერნაბეუზე“ მოპოვებული გამარჯვებით (3:0) დაიბევეს. ამოცანა საკმაოდ რთულია, თუ გავითვალისწინებთ მეტოქის კლასს და „ეტიჰადის“ ფაქტორს -  სტადიონი მასპინძელთა მხარდასაჭერად სრულიად მობილიზებული იქნება. მადრიდელები ინგლისურ წნეხს იმ გუნდური ერთსულოვნებით დაუპირისპირდებიან, რამაც მათ ბოლო სამ შეხვედრაში წარმატება მოუტანა

„ჩვენგან საჭიროა მოკრძალებისა და ამბიციის ერთობლივი დემონსტრირება“ - განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ალვარო არბელოამ. მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა ანტონიო რუდიგერმაც: „ისინი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს წარმოადგენენ. როგორც წესი, ჩემპიონთა ლიგის მოგების გზა სწორედ „სიტის“ ბარიერის გადალახვაზე გადის“.

„ბლანკოსის“ რიგებში განსაკუთრებული ყურადღება ფედე ვალვერდესკენაა მიპყრობილი. ურუგვაელი ფანტასტიკურ ფორმაშია - გასულ კვირაში ჩატარებულ სამ მატჩში მან ხუთი გოლის გატანა მოახერხა.

მანჩესტერ სიტი

ჩვენი მოწინააღმდეგე განმეორებით მატჩს პრემიერლიგაში „ვესტ ჰემთან“ დაფიქსირებული ფრის (1:1) შემდეგ ხვდება. საკუთარ კედლებში „ქალაქელებს“ 2025 წლის 25 ნოემბრის შემდეგ არ წაუგიათ. ამ უძლეველი სერიის განმავლობაში მათ „ეტიჰადზე“ 14 მატჩი გამართეს და 11 გამარჯვება მოიპოვეს. ინგლისელთა მთავარი იარაღი კვლავ ერლინგ ჰოლანდია - ნორვეგიელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 29 გოლია (22 პრემიერლიგაში და 7 ჩემპიონთა ლიგაზე).



1

5 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 845

რთული თამაში გვექნება. სავარაუდოდ გვაჯობებენ კიდეც თამაშით ბევრად, მაგრამ რეალმა 3 ბურთიანი უპირატესობა შეუძლებელია გაანიავოს. გაგვიტანენ გავიტანთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ. თუ ისევ ისე გამართულად ითამაშეს დაცვაში და ყურადღებით ბევრი მომენტი გვექნება კონტრებზე. რეალი ის კლუბო არ არის თან რო 3-0 თავში აუვარდეს და სერიოზულად არ მოეკიდოს მეორე მატჩს. 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (173)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)