„რეალი“ და „ბარსელონა“ პრემიერლიგური დომინაციის წინააღმდეგ

ინგლისის პრემიერლიგა მსოფლიო საფეხბურთო ბაზარზე დომინაციას განაგრძობს.

ამას ადასტურებს CIES Football Observatory-ის 537-ე ანგარიში, რომლის მიხედვითაც, მოთამაშეთა ჯამური ფასით ათ საუკეთესო გუნდს შორის ექვსი ბრიტანულია. რეიტინგის სათავეში „ჩელსია“, რომლის 54 ფეხბურთელი ჯამში 1.732 მილიარდ ევროდ არის შეფასებული. მას მოჰყვება „მანჩესტერ სიტი“ (1.608 მილიარდი, 47 მოთამაშე) და მადრიდის “რეალი“ (1.541 მილიარდი, 36 მოთამაშე). მეოთხე პოზიციას კი კატალონიის „ბარსელონა“ იკავებს 1.389 მილიარდი ევროს სატრანსფერო ღირებულებით

მიუხედავად იმისა, რომ ესპანურ კლუბებში ერთი მოთამაშის საშუალო ფასი უფრო მაღალია, პრემიერლიგა ჯამურ მაჩვენებლებში საკუთრებაში არსებული ფეხბურთელების დიდი რაოდენობით იმარჯვებს. „რეალში“ ერთი მოთამაშის საშუალო ღირებულება 42,8 მილიონი ევროა, „ბარსელონაში“ — 37,5 მილიონი, მაშინ როცა „ჩელსის“ შემთხვევაში ეს ციფრი 32,1 მილიონს, ხოლო „სიტისთან“ მიმართებით 34,2 მილიონს შეადგენს.

ღირებულების განაწილება სპორტული მოდელების განსხვავებულობაზეც მიუთითებს. „ჩელსის“ შემადგენლობა საკმაოდ დაბალანსებულია: მათი ყველაზე ძვირადღირებული წევრი, ესტევაო ვილიანი, 123 მილიონ ევროდაა შეფასებული, რაც გუნდის მთლიანი ფასის მხოლოდ 7%-ია.

ესპანური გრანდების შემთხვევაში კი ფინანსური წონა კონკრეტულ ვარსკვლავებზე მოდის. „ბარსელონაში“ ლამინ იამალის ფასი 350 მილიონ ევროს აჭარბებს, რაც კლუბის ჯამური ღირებულების თითქმის მეოთხედია. „რეალში“ კი ყველაზე მაღალი ფასი კილიან მბაპეს აქვს —  190 მილიონზე მეტი და „სამეფო კლუბის“ საერთო ღირებულების დაახლოებით 13%-ს შეადგენს.

AS


ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (173)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)