არც ზიდანი და არც ანჩელოტი - არბელოას დიდი მიღწევა
მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს ყოველთვის ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ სათადარიგო სკამზე უდიდესი სპეციალისტები ჰყოლოდათ. გამონაკლისი არც მადრიდის „რეალია“, სადაც ისეთი ვარსკვლავები მუშაობდნენ, როგორებიც ანჩელოტი, ზიდანი თუ დელ ბოსკე არიან, თუმცა, ახალბედა ალვარო არბელოამ უკვე დააფიქსირა მიღწევა, რომელიც აქამდე არცერთ ლეგენდარულ წინამორბედს არ გამოუვიდა.
სალამანკელი სპეციალისტი ისტორიაში მესამე დამრიგებელია, რომელმაც ჩემპიოთა ლიგის ერთ გათამაშებაში ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას დამარცხება მოახერხა. ფეხბურთის ისტორიაში ორი საუკეთესო ტაქტიკოსის ძლევა იშვიათი მიღწევაა.
სანამ მადრიდელები „სიტის“ ბარიერს მიადგებოდნენ, მერვედფინალის საგზური მოურინიოს „ბენფიკასთან“ ბროლაში უნდა მოეპოვებინათ. ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე მიღებული მწარე გაკვეთილის შემდეგ, არბელოას შემადგენლობამ პლეი-ოფში რევანში აიღო და პორტუგალიელს ზედმეტი ნერვიულობის გარეშე (ჯამურად 3-1) ჩამოიტოვა გზიდან.
უკვე მერვედფინალის პირველ მატჩში „რეალმა“ გვარდიოლას კოლექტივს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. ამ გამარჯვებით მადრიდელებმა სრულიად განსხვავებული სახე აჩვენეს იმ ვერსიისგან, რომელიც არბელოას დებიუტისას, „ალბასეტესთან“ მატჩში ვიხილეთ.
როგორც აღვნიშნეთ, არბელოა ამ პრივილეგირებულ სიაში მარტო არ არის. მისი თანამგზავრების ჩამონათვალი საკმაოდ მოკრძალებულია. მიმდინარე სეზონში ლეგენდარულ მწვრთნელების გაოცებით ლევერკუზენის „ბაიერის“ მწვრთნელმა კასპერ იულმანდიმაც გამოიჩინა თავი, ხოლო 2017/18 წ.წ. სეზონში მსგავსი წარმატება „ბაზელის“ თავკაცმა, რაფაელ ვიკიმაც იგემა
არბელოასთვის ეს მიღწევა მხოლოდ დასაწყისია. დღეს საღამოს მას ეძლევა შანსი, არა მხოლოდ სტატისტიკურად, არამედ პრაქტიკულადაც დაასრულოს გვარდიოლას „სიტის“ სვლა ჩემპიონთა ლიგაზე და კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ მადრიდში ახალი ეპოქა დაიწყო.
AS
- დღეს, 15:57
- 337
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



