მბაპე ფავორიტი მეტოქის წინააღმდეგ
ამ საღამოს მადრიდის „რეალი“ „ეტიჰედზე“ წასრდგება, რათა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური გაინაღდოს. როგორც იცით, ესპანეთის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მოწინააღმდეგეს.
სასიხარულოა, რომ გუნდს უბრუნდება კილიან მბაპე. ამ უკანასკნელმა მუხლის ტრავმის მოშუშების შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა.
მატჩისწინ გამართულ პრესკონფერენციაზე ალვარო არბელოამ დასძინა - „კილიანი მზადყოფნაშია,“ თუმცა ესპანელმა სპეციალისტმა არ დააკონკრეტა, იასპარეზებს თუ არა ფრანგი საწყისი წუთებიდანვე. დიდი ალბათობით, შემადგენლობის გოლეადორი შეხვედრას სათადარიგო სკამიდან დაიწყებს და საჭიროების შემთხვევაში, უკვე მეორე ტაიმიდან ჩაერთვება საქმეში. პირველ დაპირისპირებაში დაფიქსირებული შედეგის წყალობით, მწვრთნელს აქვს ფუფუნება, მთავარი იარაღი ფორსირებულად არ გამოიყენოს.
„მანჩესტერ სიტი“ კი მბაპეს საყვარელი მეტოქეა ჩემპიონთა ლიგის მასშტაბით. მან „ქალაქელების“ წინააღმდეგ ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში შვიდი გოლის გატანა მოახერხა (შემდეგ მოდის „ბარსელონა“ ექვსი ბურთით და „ბრიუგე“ ხუთით). კილიანი ორ შედეგიან დარტყმას „მონაკოს“ მაისურით ითვლის, ერთს „პსჟ“-ს, ხოლო ოთხს „რეალის“.
AS
- დღეს, 15:29
- 199
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




