არბელოას 600 მეტრიანი ნახტომი
არლვარო არბელოას სამწვრთნელო კარიერა "რეალის" სათადარიგო სკამზე დაჯდომის დღიდან დიდი სისწრაფით ვითარდება. ამის ნათელი დასტურია ის, რაც დღეს, სამშაბათს, მანჩესტერში მოხდება - მისი პროფესიონალური სცენარის რადიკალური ცვლილება.
ალბათ, ცოტას თუ ახსოვს, რომ 16 დეკემბერს, ესპანელი სპეციალისტი ინგლისის ამ ქალაქს "კასტილიასთან" ერთად სტუმრობდა, რათა Premier League International Cup-ის ბოლო ტურის შეხვედრაში მიეღოთ მონაწილეობა. მაშინ, ესპანელი სპეციალისტი ინგლისში მედიასაშუალებების ყოველდგვარი ხმაურის გარეშე ჩავიდა „სიტის“ დუბლშემადგენლობასთან საასპარეზოდ - მატჩს „ჯოი სტედიუმმა“ უმასპინძლა.
3 თვის შემდეგ კი, არბელოა იცვლის სტადიონსაც და გამოწვევასაც - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი „ეტიჰედზე“ პეპ გავრდიოლას წინააღმდეგ.
საფეხბურთო არენას, რომელზეც ალვაროს დარიგებულებმა ითამაშეს, მხოლოდ 600 მ. აშორებს „ქალაქების“ საშინაო არენამდე. ამ მცირე მანძილს არაფერი აქვს საერთო იმ უზარმაზარ დისტანციასთან, რომელიც ახალ მასშტაბებს უკავშირდება.
ზამთარში გამართული დაპირისპირების დროს, ახალგაზრდა მადრიდებელმა ტაბლოზე 1-1 დააფიქსირეს. ნიშანდობლივია, რომ ისინი თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში, პოლ ფორტუნის გაძევების შემდეგ, 10 კაცით ცდილობდნენ ანგარიშის შენარჩუნებას. მოპოვებული ყაიმის წყალობით, „თეთრებმა“ მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხოს და უკვე 7 აპრილს, მეორე მანჩესტერულ გუნდს შეერკინებიან ნახევარფინალის საგზურისათვის.
აღსანიშნავია, რომ არბელოა არ არის ერთადერთი, ვინც ამ ყველაფერს საკუთარ თავზე გამოცდის. იმ დღეს „კასტილიას“ რიგებში ასპარეზობდნენ სეზარ პალაიოსი (ერთადერთი გატანოლი გოლის ავტორი) და მანუელ ანხელი - ისინი ახლა უკვე პირველი გუნდის განაცხადში არიან და ვინ იცის, იქნებ, მწვანე მინდორზე თავის გამოჩენის საშუალებაც მიეცეთ.
MARCA
- დღეს, 14:50
- 105
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




