ანჩელოტი„„რეალმა“ აბსოლუტური ფავორიტის სტატუსი მოიპოვა“

კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „რეალის“ ირგვლივ ისაუბრა და ძალიან საინტერესო ფაქტები მიმოიხილა.

„„რეალი“ ჩემი ბოლო კლუბი იყო. ვიცოდი, რომ სამეფო კლუბის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებს ჩავიბარებდი. შეთავაზება 2 წლის წინ მქონდა მიღებული, მაგრამ სამხრეთ-ამერიკელებმა იცოდნენ, რომ ჯერ არ მქონდა საკლუბო კარიერა დასრულებული.“

„ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე, რომ აქ წამოვედი და მჯერა გრძელვადიანი გეგმების, რომელსაც ერთად ვსახავთ.“

„მადრიდის „რეალში“ ახლა ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს. მერწმუნეთ, კროოსის, მოდრიჩის, ნაჩოს, ბენზემას და არაერთი ლეგენდის წასვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ახლა ახალი ფეხბურთელები ვალდებულნი არიან, გაიაზრონ, რამხელა ტრადიციის მქონე გუნდში თამაშობენ. გასახდელში ახალი იდილია უნდა ჩამოყალიბდეს და ავტორიტეტის ფლობა სხვა ფეხბურთელებმა გადაიარონ. მერწმუნეთ, ეს არის ურთულესი კომპონენტები, რომლის უმტკივნეულოდ გადავლის გარეშე აბსოლუტურად არაფერი გამოვა.“

„მბაპე და კროოსი ერთად? ეს მართლაც დასანანია, რომ გერმანელმა ფრანგთან ერთად ვერ ითამაშა, თუმცა ის, რომ კილიანმა შარშან 50 გოლზე მეტი გაიტანა, ყველაფერზე მეტყველებს. ის სუპერ პროფესიონალია, რომელიც ბურთს ტყუილად არ ეხება.“

„ჩემთვის საუკეთესო ბრაზილიური თერთმეტეული? ამაზე პასუხი გამიჭირდება, თუმცა გუნდში ვინის, როდრიგოს, კაკას, რონალდო ნაზარიოს, რონალდინიოს, რივალდოს და სხვების ადგილი აუცილებლად იქნება. მგონი თერთმეტ ფეხბურთელს გადავაჭარბებთ.“

„სამეფო კლუბის დაპირისპირება „სიტისთან“?  ვფიქრობ, შემადგენლობაში არსებული პრობლემების ფონზე, „ბლანკოსის“ შანსი უფრო მცირე იყო, მაგრამ გუნდმა გამოავლინა მებრძოლი სული და 3:0 იმარჯვა.“

„ფედეს მაღალი კლასის თამაში არასდროს გამკვირვებია. ურუგვაელს არნახული სისწრაფე და ფიზიკური გამძლეობა გააჩნია, მან სწორად მაშინ აჩვენა ლიდერის თვისებები, როდესაც ეს ყველაზე მეტად იყო საჭირო.“

„რას ველი ინგლისში? დიდ ბრძოლას, თუმცა მიმაჩნია, რომ „მერენგების“ გამოცდილება ამ შეხვედრაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (155)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)