პალასიოსის მიმართ ინტერესს 6 გუნდი იჩენს
ახალგაზრდა კანტერანო, რომელიც „რეალის“ მთავარ გუნდში სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, არაერთი ესპანური კოლექტივის რადარზეა.
როგორც ჩანს, პალასიოსის პერსპექტივა ყველგან დაინახეს. არსებული ინფორმაციით, კანტერანოზე პრეტენზიას „ხეტაფე“, „ოსასუნა“, „ვალენსია“, „ელჩე“, „მალიორკა“ და „სელტა“ აცხადებენ.
მადრიდის „რეალი“ საკუთარი აღზრდილის გაყიდვას რა თქმა უნდა, არ აპირებს, მაგრამ საიჯარო ხელშეკრულება თავისთავად საინტერესო უნდა იყოს.
კასტილიას მოთამაშე ბოლო თვეებში დიდ პროგრესს აჩვენებს და ყველას უმტკიცებს, რომ დიდი მომავალი აქვს.
სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ ზაფხულში ფლორენტინო პერესს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
- დღეს, 13:06
- 69
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



