არბელოა:„ფეხბურთელები ბოლომდე იბრძვიან და ეს მახარებს“
ალვარო არბელოამ „ელჩეს“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ძალიან ბედნიერი ვარ ფეხბურთელების საოცარი გამოსვლით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მომქანცველი შეხვედრის შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული, კოლექტივმა მოინდომა და სრული უპირატესობით გაიმარჯვა.“
„არდა გიულერის გოლი მართლაც საოცარი იყო. თურქმა მეკარის არასწორი მოძრაობა დაინახა და მაშინვე გაუშვა ბურთი კარის მიმართულებით. ასეთ შესრულებას დიდი ოსტატობა სჭირდება, ვულოცავ არდას.“
„აკადემიის მოთამაშეებს შანსი მივეცი, ისინი ძალიან ნიჭიერები არიან და ამას ბერნაბეუზეც ამტკიცებდნენ.“
„ფეხბურთელები ყველაფერს დებენ წარმატების მისაღწევად და ეს უმნიშვნელოვანესია.“
„გოლები მბაპეს გარეშე? კარგია, რომ გოლების გატანას ვახერხებთ, თუმცა მაჩვენებლები მას შემდეგ უფრო მოიმატებს, როდესაც კილიანი დაბრუნდება.“
„ფრანგის შესახებ სრული ინფორმაცია ჯერ არ მაქვს, კვირას საღამოს ბევრი რამ შეფასდება, რის შემდეგაც გადავწყვეტთ წავიყვანოთ თუ არა ის ინგლისში.“
„ფრან გარსიას მადლობა უნდა ვუთხრა. ესპანელი ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება და არნახულ ენერგიას ხარჯავს. სისწრაფის და ძალიან დიდი ფიზიკური ძალის ფონზე, ის ყოველთვის ეფექტურია.“
„არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა რაულ ასენსიო „სიტისთან“ დაპირისპირებაში.“
„ბრაჰიმ დიასი ძალიან ბევრს მუშაობს და არაერთ პოზიციაზე ცდილობს გუნდის გაძლიერებას.“
- დღეს, 11:57
- 4
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



