ბრაჰიმი:„ვალვერდე კარგად გამოხატავს, რას ნიშნავს იყო „რეალის“ სიმბოლო“

ბრაჰიმ დიასმა „ელჩესთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მსოფლიოს საუკეთესო კლუბში 150 დაპირისპირების გამართვა ნამდვილად საამაყოა. ისტორიის წერა გრძელდება და მჯერა, რომ კიდევ უფრო შთამბეჭდავი სტატისტიკა მექნება.“

„მადლობელი ვარ, რომ ქომაგებმა მხარი მხურვალედ დაგვიჭირეს. ყველაფერი გავაკეთეთ გასამარჯვებლად. თავდადება გვქონდა, რაც ასეთ სტილის შეხვედრებში აუცილებელია.“

„გიულერმა საოცარი გოლი გაიტანა და ქომაგები აღაფრთოვანა. ასეთი რამ იშვიათად ხდება ხოლმე.“

„არბელოა ხშირად მთხოვს, რომ ბურთი დავიჭირო, ხაზებს შორის ვიმოძრაო, თავისუფალი სივრცეები ვეძებო და გამოვიყენო ის თვისებები, რასაც ვფლობ.“

„„სიტი“? დარწმუნებულები ვართ, რომ ურთულესი მატჩი გველის. ბერნაბეუზე კომფორტული სხვაობა დავაფიქსირეთ, მაგრამ წინ კიდევ დიდი ბრძოლაა.“

„ვალვერდე? ჩემთვის დიდი პატივია ურუგვაელთან ერთად მოედანზე გასვლა. ის კარგად გამოხატავს, რას ნიშნავს იყო „რეალის“ სიმბოლო.“


1

15 მარტი 2026 20:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 695

ძალიან მაგარია უბრალოდ ნერვებზე აქვს სამუშაო. ისეთ მომენტში აუკანკალდა ფეხი გუშინ რომ, რეალის ფეხბურთელს არ ეკადრება. უბრალოდ პასი უნდა გაეკეთებინა თუ ფინიშში ეჭვი ეპარებოდა. მაგრამ საბოლოო ჯამშ ძაან ბევრ ენერგიას აძლევს გუნდს


2

16 მარტი 2026 09:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2

ბრაჰიმიც კაი იგროკია


3

16 მარტი 2026 10:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 458

ამას მასტანტუონოს რით ამჯობინებდა ალონსო? დრიბლინგით? სისწრაფით? თუ სივრცეებში ბურთის ტარებით?

სკამისთვის მშვენიერი იგროკია


4

16 მარტი 2026 21:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 097

კარგი ხარ ბრაჰიმ,ასე გააგრძელე.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 24
2 მურიქი 21
3 ბუდიმირი 16
4 იამალი 15

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2026 (68)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)