„რეალის“ ხელმძღვანელობა რონალდუს შეხვდა - თემა ხმაურიანია!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა კრიშტიანო რონალდუს ხვდება, საკითხი კი ნამდვილად ხმაურიანია.
საქმე ეხება კავშირებს, რომელიც ლეგენდარულ პორტუგალიელ ფეხბურთელს ვიტინიასთან აქვს.
მადრიდული გრანდი მიიჩნევს, რომ ვიტინიას ბერნაბეუზე გადაყვანა იდეალური გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ ეს ისეთივე რთული ტრანსფერია, როგორიც თავის დროზე მბაპესი და სხვების იყო.
ფლორენტინო პერესის აზრით, ვიტინიას გამადრიდელება წლების მანძილზე დაალაგებს პრობლემებს, რომელიც ნახევარდაცვაში არსებობს.
პრეზიდენტი თვლის, რომ პორტუგალიელის ტრანსფერით კიდევ უფრო გაძლიერდება ვალვერდეს და ჩუამენის შესაძლებლობებიც, რომლებიც თავიდან ბოლომდე საკუთარი საქმის კეთებაზე გადავლენ.
კრიშტიანო თანამემამულისთვის დიდ ავტორიტეტს ფლობს და მასთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. შესაბამისად, ლეგენდის სიტყვას რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ექნება.“
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
- დღეს, 12:35
- 186
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




