არბელოა:„გვეყოლება თუ არა მბაპე, კვირას გახდება ცნობილი“

ალვარო არბელოამ „ელჩესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ემოციურად გადატვირთულები ვართ. „სიტისთან“ მატჩმა დიდი ენერგია წაიღო, მაგრამ ვიაზრებთ, რომ „ელჩესთან“ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ 3 ქულა.“

„მბაპე კვლავ არ გვეყოლება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მანჩესტერში გუნდის დახმარებას შეძლებს. ეს ისევ ექიმებზე იქნება დამოკიდებული.“

„კურტუა თუ კასილასი? ჩემთვის დიდი სიამაყე იყო, ორივე ფეხბურთელთან შეხება. იკერმა დიდი ეპოქა შექმნა და დაუვიწყარია მომენტები, რომელიც მან სამეფო კლუბის გულშემატკივრებს აჩუქა. ტიბო? ვფიქრობ, კურტუა „რეალის“ ისტორიის საუკეთესო კარის დარაჯია.“

„ახლა დრო მბაპეზე მუშაობს. ფრანგი ყოველდღიურად უფროდაუფრო ხელმისაწვდომი ხდება.“

„როტაცია? ვეცდები, მოედანზე ის თერთმეტეული გავიყვანო, რომელიც ყველაზე ენერგიული და პროდუქტიული იქნება.“

„არსებობს ხარისხი, ტაქტიკა, მენტალიტეტი და მიდგომა. ყველაზე მთავარი დაფარული კილომეტრები არ არის, მაგრამ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთში ინტენსივობას და სისწრაფეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ რაც შეიძლება მეტი იმოძრავონ.“

„ანტონიო პინტუსი მაღალი დონის პროფესიონალია. ის, რასაც იტალიელი აკეთებს, აუცილებლად უნდა დავაფასოთ, მას მასშტაბური შრომა აქვს ჩადებული ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებში.“

„შეძლებს თუ არა მბაპე მანჩესტერში გამგზავრებას კვირას გვეცოდინება. როგორც გითხარით, ფრანგს ექიმები მუდმივად აკვირდებიან.“

„„ელჩეს“ არ ექნება ის სისწრაფე და ინტენსივობა, რაც „სიტის“ ჰქონდა, მაგრამ ეს გუნდი დაბალ ბლოკში გაცილებით მეტი რესურსით ითამაშებს. მსგავსი სტილის გუნდების წინააღმდეგ ასპარეზობა მარტივი არასდროს არის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ საუკეთესო ფეხბურთის საჩვენებლად, რამაც 3 ქულა უნდა მოგვიტანოს.“

„ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდება. ასევე განსხვავებულია მიდგომებიც.“

„ვინისიუსი ძალიან კარგ ფორმაშია. ნუ დაივიწყებთ, რამდენი ხიფათი მოყვა ბრაზილიელის მანევრებს „სიტისთან“ დაპირისპირებაში.“

„გონსალო? ის კარგად ვარჯიშობს. არ არის გამორიცხული, ესპანელმა „ელჩესთან“ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყოს. ამ ეტაპზე ფორმირების პროცესში ვარ.“


1

13 მარტი 2026 14:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 884

სწორს იძახი, დაბალი ბლოკის გუნდებთან უმაქნისი ხარ. ზუსტად მაგაშია საქმე რომ ტაქტიკური იდეები არ გაქვს ალვარო და სეზონის ბოლოს უნდა წახვიდე.

რა შედეგიც არ უნდა დაედო სიტისთან, კლოპია მოსაყვანი და გუნდი სხვა რელსებზე გადასაყვანი.


2

13 მარტი 2026 16:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 630

რთული მატჩი იქნება მანჩესტერში, თავში არ უნდა აუვარდეთ და სწრაფი გოლი არ უნდა მივიღოთ. 


3

13 მარტი 2026 18:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 362

ადრეა ჯერ მბაპე. ჯობია 1/4 ფინალისთვის შეინახოს , თან წინ მსოფლიოს ჩემპიონატია რამე რომ დაემართოს კიდე არ გვაწყობს 


4

13 მარტი 2026 18:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 285
13 მარტი 2026 18:01, I AM MADRID says:

ადრეა ჯერ მბაპე. ჯობია 1/4 ფინალისთვის შეინახოს , თან წინ მსოფლიოს ჩემპიონატია რამე რომ დაემართოს კიდე არ გვაწყობს 

შეცვლაზე გამოიყვანს 60-70 წუთიდან ალბათ


5

13 მარტი 2026 18:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 630
13 მარტი 2026 18:13, Luca_Modric says:
13 მარტი 2026 18:01, I AM MADRID says:

ადრეა ჯერ მბაპე. ჯობია 1/4 ფინალისთვის შეინახოს , თან წინ მსოფლიოს ჩემპიონატია რამე რომ დაემართოს კიდე არ გვაწყობს 

შეცვლაზე გამოიყვანს 60-70 წუთიდან ალბათ

რამდენიც შეცვლაზე შეუშვა იმდენი ვერაფერი ვერ ქნა, ვერ ერთვება თამაშში თუ ძირითადში არ არის.


6

13 მარტი 2026 23:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 16

mbape dasvenos jobia sitistan atamshos


7

14 მარტი 2026 02:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 362
13 მარტი 2026 18:44, გურჯი says:
13 მარტი 2026 18:13, Luca_Modric says:
13 მარტი 2026 18:01, I AM MADRID says:

ადრეა ჯერ მბაპე. ჯობია 1/4 ფინალისთვის შეინახოს , თან წინ მსოფლიოს ჩემპიონატია რამე რომ დაემართოს კიდე არ გვაწყობს 

შეცვლაზე გამოიყვანს 60-70 წუთიდან ალბათ

რამდენიც შეცვლაზე შეუშვა იმდენი ვერაფერი ვერ ქნა, ვერ ერთვება თამაშში თუ ძირითადში არ არის.

სკამზე ეჯდეს თუ უნდათ არაა პრობლემა, წესით სამაგისოდ არ უნდა გაიხადონ საქმე რომ მბაპე დაჭირდეთ ბოლო 20 წუთი , იმედია 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 24
2 მურიქი 21
3 ბუდიმირი 16
4 იამალი 15

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2026 (68)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)