კაპელო:„ეს თამაში გვარდიოლამ უფრო წააგო, ვიდრე არბელოამ მოიგო“

ფაბიო კაპელოს აზრით, ხოსეპ გვარდიოლას გადაწყვეტილება ბერნაბეუზე ამდენი შემტევით თამაშთან დაკავშირებით, ყოველგვარს ლოგიკურს ჩარჩოს ცდებოდა.

„ფეხბურთი არ არის მხოლოდ სტატისტიკა, ეს არის მომენტების და ტაქტიკური შეცდომების თამაში. ის, რაც ბერნაბეუზე ვიხილეთ, ერთი მხრივ, მადრიდის „რეალის' სიმტკიცე იყო, მეორე მხრივ კი  მანჩესტერ „სიტის' კრახი. 3:0 ასეთ დონეზე ყოველთვის ბევრ რამეზე მეტყველებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდს ამდენი საკადრო პრობლემა აქვს. მადრიდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდის  გატეხვა რთულ ვითარებაში პრაქტიკულად შეუძლებელია.“

„ფედერიკო ვალვერდე მოვლენა. ჰეთ-თრიკი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, თანაც „სიტისთან“ რაღაც არანორმალურია. მე ყოველთვის მომწონდა მისი დინამიკა, მაგრამ 1/8 ფინალში მან აჩვენა ისეთი ეფექტურობა, რასაც მხოლოდ უმაღლესი დონის ფორვარდებისგან ველით. ის იყო გუნდის ძალა, რომელიც მუდმივად პოულობდა თავისუფალ ზონებს და ზუსტად სჯიდა მეტოქეს ყოველი უყურადღებობისთვის. ვალვერდე ახლა თავისი კარიერის პიკშია.“

„თუმცა, მოდით ვიყოთ პირდაპირები. ჩემი აზრით, ეს მატჩი მეტწილად პეპ გვარდიოლამ წააგო და არა ალვარო არბელოამ მოიგო. დიახ, არბელოამ არსებული რესურსის სრული ათვისება შეძლო, რაც დასაფასებელია, მაგრამ გვარდიოლას გადაწყვეტილებები კრიტიკას ვერ უძლებს. ნახევარდაცვის ასე მოშიშვლება ასეთი დონის მეტოქესთან, ფაქტობრივად, თვითმკვლელობაა. პეპმა თავადვე მისცა „რეალს“ ის გასაღები, რომლითაც მათ „სიტის“ კარი გააღეს.“

„ნახევარდაცვაში 5 ფეხბურთელის გამოყენება არბელოას მხრიდან ჭკვიანური სვლა იყო, რამაც მოედნის ცენტრში დომინაცია მოიტანა. როდესაც შენს წინააღმდეგ ხუთი კაცი დგას, შუა ხაზში კი სიცარიელე გაქვს, კონტროლს აუცილებლად დაკარგავ. გვარდიოლამ ვერ გათვალა, რომ სამეფო კლუბის ასეთი აგრესიული იქნებოდა ცენტრში. მათ უბრალოდ გადათელეს „სიტის“ შუა ხაზი და სწორედ აქ გადაწყდა მატჩის ბედი.“

„ჩემთვის გაუგებარი იყო გვარდიოლას სიჯიუტე. როდესაც ხედავ, რომ შენი გუნდი ცენტრში აგებს, რეაგირება მყისიერი უნდა იყოს. პეპი კი თითქოს დაბნეული ჩანდა. მადრიდმა ეს მშვენივრად გამოიყენა. არბელოამ უბრალოდ ისარგებლა იმ საჩუქრით, რომელიც კოლეგამ მიართვა. რა თქმა უნდა, ამას შესრულება სჭირდებოდა და „რეალმა“ ეს უმაღლეს დონეზე გააკეთა, თუმცა ტაქტიკური თვალსაზრისით, ეს გვარდიოლას ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი იყო.“

„ინგლისში, დარწმუნებული ვარ, „სიტი“ იგივე შეცდომას აღარ დაუშვებს. გვარდიოლა თავის შეცდომებზე სწავლობს და შინ გაცილებით ფრთხილი და ამავდროულად აგრესიული იქნება. ისინი ეცდებიან ბურთის დაბრუნებას და თამაშის რიტმის კარნახს პირველივე წუთებიდან. თუმცა, საკითხავია, ეყოფათ თუ არა ეს სამბურთიანი დეფიციტის აღმოსაფხვრელად ასეთი ორგანიზებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ.“

„ვფიქრობ, მადრიდს ახლა იმხელა უპირატესობა აქვს, რომ ამ ყველაფრის განიავება ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ჩემპიონთა ლიგაზე 3:0-ის შემდეგ მადრიდული გრანდის  გამოგდება თითქმის შეუძლებელი მისიაა. მათ აქვთ ის გამოცდილება და თავდაჯერებულობა, რაც ანგარიშის შენარჩუნებაში დაეხმარებათ. „სიტიმ“უნდა გაიტანოს ოთხი და არ გაუშვას არცერთი, რაც დღევანდელი მოცემულობის ფონზე ფანტასტიკის სფეროა.“

მადრიდმა დღეს დიდი ნაბიჯი გადადგა 1/4 ფინალისკენ.  ეს იყო კლასიკური მადრიდული გამარჯვება,  დაუნდობელი და ეფექტური. ვალვერდეს ჰეთ-თრიკი და არბელოას ტაქტიკური სიმჭიდროვე მადრიდული საღამოს მთავარი სიმბოლოებია. თუმცა, მთავარი გაკვეთილი მაინც ისაა, რომ ბერნაბეუზე ტაქტიკური ექსპერიმენტები ხშირად კრახით სრულდება, რაც გვარდიოლამ საკუთარ თავზე გამოსცადა.“


1

18 minutes above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 850

სწორი ხარ კაპე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (121)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)