ტიაგო:„ჩემი ინსპირაციის წყარო ლუკა მოდრიჩია“

ტიაგო პიტარჩი მადრიდის „რეალის“ ვებგვერდის ჟურნალისტებს შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ მისცა.

„ეს დღეები ახდენილ სიზმარს ჰგავს, მაგრამ სწორედ აქ იწყება დიდი პასუხისმგებლობაც. მე აღარ ვარ ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც „ბლანკოსში“ თამაშზე ოცნებობს. ჩემპიონთა ლიგის ყველაზე საპასუხისმგებლო შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, ეს ბევრს ნიშნავს.“

„მსურს, რომ განვითარება გავაგრძელო და ჩემი საქმე მშვიდად ვაკეთო. ეს უმთავრესი კომპონენტია გზაზე, რომელმაც წარმატება უნდა მოიტანოს.“

„ვუყურებდი რამოსს, მოდრიჩს, რონალდუს, ბენზემას და სხვებს, ისინი ჩემი კუმირები იყვნენ, ახლა კი ბერნაბეუზე სწორედ მე ვიცავ „ბლანკოსის“ ღირსებას.“

„ინსპირაციის წყარო ლუკა მოდრიჩი იყო, მისი სტილი უნიკალურია.“

„პასები გარე ტერფით? დიახ, ამ კომპონენტზე უკვე წლებია ვმუშაობ. ლუკიტას ეს საოცრად შეეძლო.“

„ალვარო არბელოამ ჩემს კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა, როგორც კასტილიაში, ასევე მთავარ გუნდში. ესპანელის საუბრები, ყოველთვის დიდ მოტივაციას მაძლევდა. რასაც არ უნდა მივაღწიო, არბეს დარიგებები ყოველთვის ღირებული იქნება.“

„ოვაციები ბერნაბეუზე? ეს ამაყს და მოტივირებულს მხდის. ყველა ქომაგს დიდ მადლობას ვუხდი. მსგავსი სახის კადრები მეხსიერებაში სამუდამო აღიბეჭდება.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (127)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)