ანრი:„ფედე იყო ტურამი, ბერკამპი, მაკელელე და ვალვერდე“
ტიერი ანრიმ „რეალისა“ და „სიტის“ დაპირისპირების შემდეგ ფედე ვალვერზე აღტაცებით ისაუბრა.
„ფედერიკო არ იყო მხოლოდ საკუთარი თავი, ის იყო ლილიან ტურამი, დენის ბერკამპი, მაკელელე და კიდეც სხვები. ის გახლდათ ყველა წერტილში, მისი ენერგია უშრეტია.“
„ვალვერდეს სტილის მოთამაშე „რეალის“ გარდა არცერთ გუნდს არ აქვს. არ ვიცი, რა ფიზიკური მონაცემები აქვს ურუგვაელს, თუმცა ის 90-ე წუთზეც ისე დარბოდა, როგორც საწყის წუთებში.“
„მადრიდელი ფეხბურთელი ნამდვილი მანათობელი ვარსკვლავია, ის სიკაშკაშეს განაგრძობს და ასე იქნება მომავალშიც.“
„როდესაც გუნდში ფედეს დონის მოთამაშე გყავს, აუცილებლად უნდა იფიქრო სწრაფ შეტევებზე. სიმართლე გითხრათ, მან დღეს კიდევ ერთხელ გამაოცა.“
- დღეს, 12:18
- 243
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




