კურტუა:„ჩვენ ერთმანეთისთვის ვიბრძოლეთ“

ტიბო კურტუამ „სიტისთან“ დაპირისპირება შეაფასა.

„ამაყი და ბედნიერი ვარ, რადგან გულშემატკივრებმა ჩვენთვის, ჩვენ კი მათთვის ვიბრძოლეთ. დიახ, ერთმანეთისთვის ვიბრძოლეთ. ბერნაბეუზე ცალსახა იყო საოცარი სულისკვეთება, რომელიც შეკრებილ პუბლიკას ჰქონდა.“

„განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნოს გუნდის დაუღლელი მოძრაობა, შემართება და მიზნისკენ სწრაფვა.“

„ცალსახად უნდა ითქვას, რომ ფედე ვალვერდემ კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა. არ ვიცი, რა ძალა აქვს მას, თუმცა ფაქტია, რომ „რეალს“ ღირსეულად უკაპიტნა, ის საოცარი ფიგურაა.“

„მესამე გოლი ულამაზესი იყო, ვულოცავ ფედეს.“

„ჩემი საგოლე გადაცემა? მსგავსი რამ ვარჯიშზე არაერთხელ გაგვიკეთებია და ფაქტია, რომ „სიტისთან“ ეს კომბინაცია გათამაშდა. ვალვერდეს სისწრაფე ყოველთვის იძლევა მეტი კრეატივის საშუალებას.“

„პიტარჩის მომენტი? არ მინდა, რომ ესპანელმა თავდაჯერებულობა დაკარგოს, მსგავსი რამ ნებისმიერს შესაძლოა მოუვიდეს. მთავარი ის არის, ტიაგოს ბურთის ფლობის და მანევრირების შესანიშნავი შესაძლებლობები აქვს, რაც ძალიან მახარებს.“

„„სიტის“ ძალიან მაღალი ფეხბურთელები ჰყავს, რაც კუთხურებზე დამატებით პრობლემებს ქმნიდა, სწორედ ამიტომ ხშირად გამოვდიოდი კარიდან და თამაშში ვერთვებოდი. ასევე მნიშვნელოვანი იყო დინ ჰაუსენის და რუდიგერის ჩართულობა.“

„არბელოამ თქვა, რომ ვალვერდე 21-ე საუკუნუს ხუანიტოა? არ ვიცი, მე მისი თამაშები არ მინახავს, თუმცა ფაქტია, რომ ფედემ „ბლანკოსში“ დიდი ეპოქა შექმნა.“

„ჩვენ უნდა ვიცოდით ინტენსივობით თამაში, როგორც მაღალი, ასევე დაბალი ბლოკის გუნდებთან. ფაქტია, რომ როდესაც ტემპი გვაქვს, გაცილებით პროდუქტიულები ვართ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (110)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)