ფედემ ლეგენდარული პირის რეკორდი გაიმეორა
ფედერიკო ვალვერდემ ისტორიული მატჩი ჩაატარა და ათწლეულების შემდეგ ლეგენდარული პირის ნაჩვენები შედეგი გაიმეორა.
1968 წელს „რეალის“ მოწინააღმდეგე „ლიმასოლი“ იყო, სადაც „მერენგებმა“ 6-0 იმარჯვეს, ლეგენდარულმა პირიმ კი ჰეთ-თრიკი შეასრულა და გახდა პირველი ნახევარმცველი, რომელმაც „ბლანკოსის“ მაისურით ეს შეძლო.
თითქმის 50 წლის შემდეგ, ურუგვაელმა ნახევარმცველმა იგივე შეძლო.
აღსანიშნავია, რომ პირი ბერნაბეუზე იყო და „რეალისა“ და „სიტის“ დაპირისპირებას ესწრებოდა, მატჩის მიწურულს კი ფედემ მას საკუთარი MVP-ს ჯილდო გადასცა.
- გუშინ, 12:12
- 304
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




