ტიაგო:„ჩემი დიდი მადრიდული კარიერა ეფექტურად დაიწყო“
ტიაგო პიტარჩი „რეალისა“ და „სიტის“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა.
„ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი მადრიდული კარიერა ეფექტურად დაიწყო. მანჩესტერ „სიტის“ წინააღმდეგ თამაში დიდი გამოცდილება გახლდატ. რა თქმა უნდა, ძალიან ვნანობ შეცდომას, რომელიც საჯარიმოში დავუშვი, ამას შესაძლოა ჩვენს კარში გატანილი გოლი მოჰყოლოდა, თუმცა ტიბო კურტუამ გადაგვარჩინა.“
„სხვა მხრივ, ძალიან კმაყოფილი ვარ. ალვარო არბელოამ თვითრწმენა შემმატა, ის ძალიან დიდ ნდობას მიცხადებს და სჯერა ჩემი შესაძლელობების, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია.“
„3:0 ის ანგარიშია, რომელიც სიმშვიდის საშუალებას გვაძლევს, თუმცა ვიცით, რომ „სიტი“ საშინაო არენაზე სიტუაციის შეცვლას შეეცდება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ტაქტიკური მოქნილობა და დინამიურობა.“
„არბემ მთავარ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მომცა, ეს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის.“
- გუშინ, 12:11
- 525
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



